FM97.5 / LIVE

ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურმა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღო

მთავარიეკონომიკა 02.10.2014
დღეს, 2 ოქტომბერს, ახალციხის სასოფლო – საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ღია კარის დღე მოაწყეს. თანამშრომლებმა ადგილობრივ ფერმერებთან ერთად სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღეს.

ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურმა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღო

სასოფლო – საკონსულტაციო სამსახურს სადემონსტრაციო ნაკვეთი სოფელ წნისში აქვს, სადაც 4 ჰექტარზე ჰოლანდიური კომპანიის „აგრიკოს“ ფირმის ორი სახეობის: პიკასოსა და იმპალას ჯიშის კარტოფილი ეთესა.

როგორც ახალციხის სასოფლო – საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე ამბობს, სადემონსტრაციო ნაკვეთიდან წელს 50 – დან 60 ტონამდე კარტოფილს ელოდებიან: „ყოველწლიურად ახალ ჯიშებს ვცდით. წელს ორი ჯიშის სათესლე კარტოფილი დავთესეთ „იმპალა“, რომელიც ერთ – ერთი ყველაზე საადრეო და მოსავლიანი ჯიშია და „პიკასო“ ,რომელიც საგვიანო ჯიშია. ამით გვინდა, ფერმერებს ვანახოთ, რომ შესაძლებელია საადრეო და საგვიანო ჯიშების ერთად დათესვა და კარგი მოსავლის მიღება“.

მოსავლის აღებამდე სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ღია კარის დღეზე მიწვეულ ადგილობრივ ფერმერებს კარტოფილის ახალი ჯიშების უპირატესობაზე, ახალ ტექნოლოგიებსა და იმ შხამქიმიკატებზე ესაუბრნენ, რომლითაც სადემონსტრაციო ნაკვეთი დაამუშავეს.

ფერმერებს იმ კარტოფილის დაგემოვნებაც შეეძლოთ, რომლის რელიზაციასაც სასოფლო – საკონსულტაციო სამსახური უკვე რამდენიმე წელია ახდენს.

„გარდა იმისა, რომ ფერმერებს ვაჩვენეთ როგორი მოსავალი მოდის ახალი ჯიშების დათესვის შემთხვევაში, მათ იმ 11 სახეობის სათესლე კარტოფილზეც ვესაუბრეთ, რომლის რეალიზაციასაც ჩვენ ვახდენთ“, – ამბობს ჯინჭველაძე.

ფერმერებს კარტოფილის ახალი ჯიშების უპირატესბაზე „აგრიკოს“ გაყიდვების მენეჯერი იან დეკერიც ესაუბრა: „ყოველ წელს ვცდილობთ, რომ ფერმერებისთვის ახალი, პერსპექტიული კარტოფილის ჯიშები წარმოვადგინოთ. ჩვენს სათესლე მასალას ბევრი კარგი თვისება გააჩნია. მაგალითად ფიტოპტორის დაავადებათა საწინააღმდეგოდ და სიცხის მიმართ მდგრადია“.

სადემონსტრაციო ნაკეთი რეგიონული ეკონომიკური განვითარების პროექტის ფარგლებში მოეწყო. პროექტს შვეიცარიის განვითარების სააგენტო აფინანსებს.
აღნიშნული საააგენტო მეორე წელია სამცხე – ჯავახეთსა და შიდა ქართლში მეცხოველეობის და მეკარტოფილეობის მიმართულებით პროექტებს ახორციელებს.

ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურმა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღო

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხ ფერმერებს სათესლე კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს
მეურნე: როგორ მივიღოთ კარტოფილის კარგი მოსავალი [Video]
BP ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება (R)
მეურნე: კარტოფილი რომ არ დალპეს – რჩევები ფერმერებს [Video]
საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს (R)
კარტოფილის კიბოს მიმართ რეზისტენტული ჯიშების კვლევა ხულოში [R]
კვირის აქცენტი: კარტოფილის ევროპული პერსპექტივა [Video]