FM97.5 / LIVE

ახალციხის უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის ნაწილი ავარიულია [Photo/Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 09.10.2018
ახალციხეში უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მისასვლელი, როგორც სამანქანო, ასევე საფეხმავლო გზა დაზიანებულია. სტუდენტებს სასწავლებლამდე ამ ზამთარსაც ტალახიანი მონაკვეთის გავლა მოუწევთ.

ახალციხის უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის ნაწილი ავარიულია [Photo/Video]

ავარიულია 9 აპრილისა და რუსთაველის კვეთიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე საავტომობილო გზის დაახლოებით 800–მეტრიანი მონაკვეთი.

„გზაზე ორმოები ავარიულ სიტუაციებს ქმნის, ამიტომ გადაადგილება რთულია. ამ გზის გამო ხშირად მიფუჭდება მანქანა, მერე მისი შეკეთება კი თანხებთანაა დაკავშირებული“, – ამბობს სტუდენტი ვანიკო თოფუზიანი.

ავარიული გზის გამო ხშირად უზიანდება მანქანა როლანდ ნარიმანიშვილსაც: „ძნელია აქ გადაადგილება, მითუმეტეს ისეთი მძღოლებისთვის ვინც ეს გზა არ იცის. თუ ფრთხილად არ იყავი ავარიას თავიდან ვერ აიცილებ“.

დაახლოებით, 600 მეტრზე, გზის მარჯვენა მხარეს, დაზიანებულია ტროტუარიც. აქ ზოგან არც ასფალტია და წვიამიან ამინდში სტუდენტებს ატალახებულ გზაზე სიარული უწევთ.

„არის მიწიანი და წვიმაში ისე ტალახდება, რომ შეუძლებელია სუფთად მოხვიდე ლექციებზე. ახლა პრობლემა არ არის, დავდივართ, მაგრამ როგორც კი იწვიმებს ბევრი გუბე ჩნდება და სუფთად ვერ გაივლი“, – გვეუბნებიან სტუდენტები.



ახალციხეში, წელს რუსთაველის ქუჩის ნაწილს, 9 აპრილისა და საფარის მონასტრის გზის დასაწყისს შორის 337–მეტრიან მონაკვეთს, მოაასფალტებენ. თუმცა, გზის რეაბილიტაცია სწორედ იქ წყდება, საიდანაც უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მისასვლელი გზის 800–მეტრიანი ავარიული მონაკვეთი იწყება. შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხვდა გზის ეს ნაწილი სარეაბილიტაციო პროექტებში, ახალციხის მერიაში გვითხრეს რომ „საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ორმულ შეკეთებას ექვემდებარება“.

ახალციხის მერია წელს არც ტროტუარის მოწყობას გეგმავს: „მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტების მომზადება, მომავალი წლისთვის გავითვალისწინებთ ბიუჯეტში მის გაკეთებასაც“.

ახალციხის უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის ნაწილი ავარიულია [Photo/Video]

ახალციხის უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის ნაწილი ავარიულია [Photo/Video]

ახალციხის უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის ნაწილი ავარიულია [Photo/Video]

ახალციხის უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის ნაწილი ავარიულია [Photo/Video]

[თორნიკე ზაზაძე, ნანა ინასარიძე – ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში რუსთაველის ქუჩის ორ მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ელიაწმინდაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვას ითხოვენ [Video]
აგარების მონასტერამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დაიწყო
წინუბანში გზის მოასფალტება იწყება
წყალთბილა–ნაოხრების გზაზე 430 მეტრიანი მონაკვეთი შეკეთდება
წყალთბილა–ნაოხრების გზაზე 430-მეტრიანი მონაკვეთი შეკეთდა
ადიგენში, ოქროს ციხემდე მისასვლელი გზის ნაწილი მოეწყობა