FM97.5 / LIVE

‘ჩვენ შიშთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ’

მთავარისაზოგადოება 25.11.2015
დაცლილი სოფლები, დანგრეული სახლები, სოციალური პრობლემები, უყურადღებობა და ომის შიში – როგორ ცხოვრობენ ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლებში: ერგნეთში, დიცსა და ზარდიაანთკარში.

‘ჩვენ შიშთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ’

სოფელი ერგენთში, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს, 2008 წლის აგვისტოს ომის კვალი დღემდე იგრძნობა: დანგრეული სახლები, განადგურებული ხეხილის ბაღები და მავთულხლართი, რომლის გადაკვეთის უფლება სოფელში მცხოვრებლებს 8 წელია აღარ აქვთ.

ლია ჩლაჩიძის სახლი, ეგრეთ წოდებულ საზღვართან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს. ჩლაჩიძე ომის მსხვერპლია, ომმა მისი სახლიდან მხოლოდ სამი ნივთი დატოვა უვნებელი: „მძიმე დღეები გამოვიარეთ, ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ჩემს ეზოში 16 კასეტური ბომბი აფეთქდა. ახლა ჩამოცვენილი ბომბების ადგილზე ყვავილები და ხეხილის ბაღი გავაშენე“.

‘ჩვენ შიშთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ’

წელს მის სახლს სახურავი გაუკეთეს, დამწვარ და დაფერფლილ კედლებს აღარ უყურებს, ჯერ ისევ ეშინია: „შიში ახლაც არსებობს, თუმცა ჩვენ ამ შიშთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ“.

‘ჩვენ შიშთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ’სოფელ ეგნეთში ცხოვრობენ ზიანა და ელვარდი ჩლაჩიძეებიც. ზამთარი რომ სითბოში გაატარონ, გამხამრი ხეები დაჭრეს. ცოლ–ქმარი ამბობს, რომ ხელისუფლებისგან მეტი ყურადღება სჭირდებათ: „მშვიდობა გვინდა, პურის ფული გვიჭირს, დახმარება და პენსია საჭმელში არ გვყოფნის. ჟურნალისტები მოდიან და ჩვენს პრობლემებს აშუქებენ. მთავრობის წარმომადგენლები ხომ უსმენენ ტელევიზიას, დაინტერესდნენ, რა ხდება, რა გვიჭირს, რა გვილხინს“.

ერგნეთში ახლა სასმელი წყლის პრობლემა აქვთ.

‘ჩვენ შიშთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ’80 წლის ვენერა ედიშერაშვილს სოფელ დიცში ყველა იცნობს. აგვისტოს ომის დროს, ტანკებისა და ტყვიების ზუზუნში, სახლი არ მიატოვა და სოფელში დარჩა. დღემდე ახსოვს, როგორ დადიოდნენ რუსი ჯარისკაცები მის ეზოში: „ აქ დადიოდნენ, ჩემს ეზოში, კარებს რომ გავაღებდი, აქ იდგნენ. მათთვის ცხელი პურიც მიმიწოდებია, ღვინოც და არაყიც. ღორი დამიკლეს, სამი სული საქონელი წამართვეს. ჭუკებს თავებს აცლიდნენ, მდუღარე წყლის გარეშე პუტავდნენ და ისე ჭამდნენ“.

ომამდე 30 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ 12 დარჩა სოფელ ზარდიაანთკარში. აქაც, ისევე როგორც ერგნეთსა და დიცში, უმეტესად დანგრეული და დამწვარი სახლები გხვდება.

‘ჩვენ შიშთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ’„ახლიდან დავიწყეთ ცხოვრება. სოფლის მეურნებით ვირჩენდით თავს, ახლა ესეც აღარ გვაქვს, ახლა მხოლოდ პენსიას და სოციალურ დახმარებას ვიღებთ“, – გვეუბნება გიორგი გაბლიშვილი.

ისევე, როგორც დანარჩენ სოფლებში, ზარდიანნთაკრშიც წყლის პრობლემა აქვთ. ნაკეთებს ამუშავებენ, თუმცა, უწყლობის გამო მოსავალს ვერ იღებენ.

„ყველაფერი გაგვიხმა, წვალებით დავთესე და უწყლოობის გამო ვერაფერი ავიღეთ. ძალიან მძიმე პირობებში ვართ“, – ამბობს ციცინო ელიკაშვილი.

‘ჩვენ შიშთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ’

ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში ყველა დღე ერთმანეთს გავს, განწყობაც თითქმის ყველგან ერთნაირია. აქ ჯერ ისევ ახსოვთ აგვისტოს 5 ცხელი დღის ემოცია: როგორ გარბოდნენ, ეძებდნენ თავშესაფარს, როგორ ინგრეოდა მათ თვალწინ მთელი ცხოვრების ნაშრომი ერთ წუთში... აქ გიყვებიან როგორ დარჩნენ სახლებში, მარტო, ტანკებისა და ბომბების პირისპირ, როგორ იცავდნენ თავს და სოფელს...

აქ სურვილიც ყველას ერთნაირი აქვს: უნდათ მშვიდობა და მინიმალური ყურადღება, მაგალითად ის, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემები მაინც აღარ ჰქონდეთ...

‘ჩვენ შიშთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ’

ერგნეთს, დიცსა და ზარდიაანთკარს 30–მდე ჟურნალისტი 21 ნოემბერს, მედიატურის ფარგლებში სტუმრობდა. მედიატური ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტორს ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაცია „საერთო–სამოქალაქო მოძრაობა მრავალფეროვანი საქართველომ“ მოაწყო. 30–ვე ჟურნალისტს ადგილობრივებმა ერთი და იგივე გზავნილი დააბარეს: ხელისუფლება მათი პრობლემებით ხანდახან მაინც დაინტერესდეს.

‘ჩვენ შიშთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ’

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მარტო, მავთულხლართების პირისპირ
სოფელ ეფრემოვკაში არც წყალი აქვთ და არც შუქი
ცხოვრება ნახევრადდანგრეულ მიწურში
ასპინძაში ხეხილის ბაღები ხმება
ცხოვრება ავარიულ სახლში
დაბის მცხოვრებლები: რა დაგვაძინებს, ან სოფელს როგორ დავტოვებთ
სოფელში ორღობეებმაც იციან დარდი