FM97.5 / LIVE

დაბის მცხოვრებლები: რა დაგვაძინებს, ან სოფელს როგორ დავტოვებთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.08.2017
ბორჯომში, სოფელ დაბაში, დასახლებაში, რომლის განაპირა სახლსაც ხანძარი დაახლოებით 200 მეტრში მიუახლოვდა, ამ დროისათვის [01:50 სთ] სიმშვიდეა, ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლის დატოვებას არ აპირებენ. ევაკუაციის საჭიროებას არც ხელისუფლება ხედავს.

დაბის მცხოვრებლები: რა დაგვაძინებს, ან სოფელს როგორ დავტოვებთ

როგორც დაბის მცხოვრებლები "სამხრეთის კარიბჭესთან" ამბობენ, ხანძრის ჩასაქრობად ასეთი მობილიზება ადრე რომ დაეწყოთ, სტიქია ასეთ მასშტაბს არ მიაღწევდა.

"2008 წელს არ იყო ასეთი ხანძარი, მაშინ ომი იყო, თუმცა, ომის დროს კიდევ უფრო მეტად მობილიზებული იყო სახელმწიფო, ვიდრე დღესაა. სოფელში თუ ვინმე ტურისტი იყო, ყველამ დატოვა ტერიტორია, ჩვენ რა დაგვაძინებს, ან სოფელს როგორ დავტოვებთ. აქ ხალხი მოსული ჩვენს დასახმარებლადაა",– ამბობს დაბაში მცხოვრები დავით დათუნიშვილი.

როგორც ადგილობრივები გვიხსნიან, ამ დროისათვის [21 აგვისტო, 01:50 სთ] ცსოფლის განაპირა სახლს ცეცხლისგან დაახლოებით 200 მეტრი აშორებს.

მათივე თქმით, სოფელში ევაკუაცია არ დაწყებულა, ისინი სახლების დატოვების შესახებ არავის გაუფრთხილებია. ამ დროისათვის ადგილობრივებს სკამეიკები აქვთ გარეთ გამოტანილი და ერთად არიან შეკრებილი. თუმცა, უმეტესად მამაკაცები არიან გარეთ.

სოფელ დაბაში მოძრაობენ სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია. ამ წუთებში საქართველოს პრემიერ – მინისტრიც დაბაში იმყოფება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ხდებოდა დღეს სოფელ დაბაში  [Video]
სოფელ დაბაში მეორე მძიმე ღამეა [Photo/Video]
საზმაუ: სოფელ დაბაში რამდენიმე ოჯახი საკუთარ სახლს ტოვებს
დაბაში ცეცხლის ლოკალიზება ისევ ვერ ხერხდება
სოფელ დაბაში შიშობენ, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტშიც გავრცელდება [Photo/Video]
დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში კიდევ  200 მეხანძრე ჩაერთო
სოფელ დაბის რწმუნებული:  ხანძარი დასახლებიდან ერთ კილომეტრშია