FM97.5 / LIVE

მოვაჭრეები ამ ზამთარსაც სიცივეში გაატარებენ

მთავარიეკონომიკა 05.11.2012
ახალციხის ბაზარში მოვაჭრეებმა გასული ზამთარი გაუსაძლის ყინვაში გაატარეს, გამოსავალი არც წელს ჩანს. შენობა, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად გაკეთდა, გათბობის სისტემის მონტაჟს არ ითვალისწინებს

მოვაჭრეები ამ ზამთარსაც სიცივეში გაატარებენ
ერთი წელია ახალციხის აგრარული ბაზარი კოსტავას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩაზე გადავიდა. სავაჭრო ცენტრ ”ალფა მარკეტში” მოვაჭრეებმა გასული ზამთარი გაუსაძლის ყინვაში გაატარეს. იმის გამო, რომ სახურავზე სპეციალური საჰაეროებია გაკეთებული, შენობაში ცივა და წვიმა ჩამოდის. მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასული ზამთარი გაჭირვებით ”გადააგორეს”, თუმცა წელს იმედი აქვთ, რომ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია გათბობის პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს.

”ზამთარში საჰაეროები რომ დაიკეტოს, ცოტა დათბება. გვპირდებიან რომ უნდა გაკეთდეს. მაგრამ ნოემბერი დაიწყო და გასაკეთებელი უკვე უნდა გაკეთებულიყო” , - ამბობს ”ალფა მარკეტში” მოვაჭრე ელისო ქარჩავა.

იგივე პრობლემაზე საუბრობს გიორგი ქურდაძეც. მისი თქმით, იმ პირობებში მუშაობა, რაც გასულ ზამთრს იყო, შეუძლებელი იქნება: ”ვერაფრით ვერ ვთბებით, ვკანკალებთ. ზემოთ ღიაა, კარი ღიაა, ძირს ბეტონი ასხია და ძალიან ცივა. დირექციას მივმართეთ, მაგრამ ჯერ არაფერს დაგვპირებიან”.

თუ სავაჭრო ცენტრში გათბობის პრობლემა არ მოგვარდება, ბაზარში მოვაჭრე სვეტლანა ოსტროვსკაია ”ალფა მარკეტიდან” წასვლას აპირებს. მას იმედი აქვს, რომ ძველი ბაზარი ისევ გაიხსნება და სავაჭროდ ძველ ადგილს დაუბრუნდება: ”შარშან ”ვედროში” ცეცხლი გვენთო და ისე ვთბებოდით, უფლებას არ გვაძლევდნენ, მაგრამ რას იზამდნენ, ხალხს ხომ არ გაყინავდნენ?! გათბობა თუ არ იყო, აქედან წავალთ და ისევ ძველ ბაზარში დავბრუნდებით, მარტო მე კი არა ყველა გადავა. ვაჭრობითაც უკეთესი პირობები იყო, ეს შენობა კარგია, მაგრამ ვაჭრობა არ არის”.

მისგან განსხვავებით ”ალფა მარკეტიდან” გადასვლას არ ფიქრობს გურამ მათოშვილი.

”ჩვენ უკვე გავიარეთ ერთი ზამთარი და საკმაოდ დიდი სიცივე იყო. იმ ზამთარს, როგორც იყო, გადავიტანეთ, წელს გვპირდებიან, რომ სიტუაცია უნდა დარეგულირდეს. ვნახოთ რა იქნება, - ამბობს გურამ მათოშვილი და ამატებს, რომ პრობლემა მხოლოდ სიცივე არაა, მდებარეობის შეცვლის გამო ბაზარმა მყიდველიც დაკარგა: პირადად მე ვაჭრობას არ ვუჩივი, მაგრამ მოსახლეობისთვის რატომღაც ცოტა ძნელად მისაწვდომია”.

”ალფა მარკეტის” დირექციაში განმარტავენ, რომ შენობა სპეციალური სტანდარტების დაცვით აშენდა, სახურავზე საჰაეროები ამიტომ გაკეთდა.
”ალფა მარკეტის” დირექტორის გიორგი ნიჟარაძის თქმით, შენობაში ელექტრო სადენებია გაყვანილი და მოვაჭრეებს ელექტრო გამათბობლების გამოყენება შეუძლიათ.

”ვუთხარით, თუ გინდათ ”პლიტები” ჩართეთ, თქვენ ამაში არანაირ თანხას არ გადაიხდით-თქო. სტანდარტებმა მოითხოვა, რომ ასე გაკეთებულიყო, თორემ ჩვენთვის რა პრობლემა იყო, გადავხურავდით. ნებისმიერი ბაზარი ამ სისტემით კეთდება”, - განმარტავს გიორგი ნიჟარაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაკეტვიდან ერთი წლის თავზე ძველი ბაზარი ისევ გაიხსნა
მოვაჭრეები ძველ ბაზარში აპირებენ დაბრუნებას
საახალწლო ბაზარი ახალციხეში – რა ღირს პროდუქტი ‘ალფა მარკეტში’
ძველი ბაზრის უპირატესობა და საფრთხეები
ახალციხეში წინასაახალწლო ვაჭრობა პიკს აღწევს
ახალციხის ცენტრში, ყოფილი ბაზრის ადგილზე ისევ ბაზარს ხსნიან