FM97.5 / LIVE

ახალციხე ქალაქ ეჩმიაძინში მცხოვრები მხატვრების გამოფენას მასპინძლობს

მთავარისაზოგადოება 17.11.2015
გამოფენა მეგობრობისთვის – სომხეთის ქალაქ ეჩმიაძინის 21 მხატვრის 40–მდე ნამუშევარი, ახალციხეში, ქართველი და სომეხი მოსახლეობისთვის გამოიფინა.

ახალციხე ქალაქ ეჩმიაძინში მცხოვრები მხატვრების გამოფენას მასპინძლობს

გამოფენა ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მოეწყო.

„ეს გამოფენა სომეხი და ქართველი ერის მეგობრობისთვის გაკეთდა, ჩვენ გვინდა, რომ გავაძლიეროთ ეს ურთიერთობა და ვითანამშრომლოთ საქართველოსთან. ყველა ნამუშევარი მნიშვნელოვანია, აქ წარმოდგენილია ძველი ეჩმიაძინის სახეები, ტრადიციები და ასე შემდეგ“, – ამბობს ეჩმიაძინის დეპუტატი და სამხატვრო ორგანიზაციის თავმჯდომარე ნერსეს მელიქიანი.

გამოფენაზე მოწვეული იყვნენ ქალაქ ახალციხის მერიისა და სომხური ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, ახალციხის სომხური სამოციქულო ეკლესიის წიმანძღვარი და მოქალაქეები.

„კულტურა ყოველთვის არის მშვიდობის და სიკეთის მომტანი, ასეთი გაცვლები ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი იქნება ჩვენი ნახატებიც თუ წავა სომხეთში, ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ მსგავსი გამოფენები ახალციხელობის დღესასწაულზეც მოაწყონ, რომელიც 30 ივნისს იმართება“, – ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

ახალციხის შემდეგ მხატვრების ნამუშევრები ახალქალაქში გამოიფინება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საახალწლო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]
მესხი მხატვრების გამოფენა „ახალციხის ციხეზე“
სააღდგომო გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში
‘სომხური კულტურა მულტიეთნიკურ საქართველოში’ – გამოფენა  ახალციხეში
სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო
გამოფენა ტოლერანტობის თემაზე
საშობაო გამოფენა სამხატვრო სკოლაში