FM97.5 / LIVE
ქარისა და წვიმის, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის გამო, დაბალი და მაღალი ძაბვის ქსელში 385 საყრდენი ბოძი და 15 ძალოვანი ტრანსფორმატორი დაზიანდა; გარდა ამისა, მწყობრიდან გამოვიდა 13 ქვესადგური და 17 გადამცემი ხაზი.">

'ენერგო–პრო ჯორჯიამ' უამინდობის გამო 430 000 ლარის ზარალი მიიღო

მთავარიეკონომიკა 16.11.2015
'ენერგო–პრო ჯორჯიას' ინფორმაციით, რეგიონებში ძლიერი ქარისა და წვიმის, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის გამო, დაბალი და მაღალი ძაბვის ქსელში 385 საყრდენი ბოძი და 15 ძალოვანი ტრანსფორმატორი დაზიანდა; გარდა ამისა, მწყობრიდან გამოვიდა 13 ქვესადგური და 17 გადამცემი ხაზი.

'ენერგო–პრო ჯორჯიამ' უამინდობის გამო 430 000 ლარის ზარალი მიიღო
სს "ენერგო–პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ უამინდობის გამო ყველაზე დიდი ზარალი ზემო აჭარის, გორის, ხაშურის, ჭიათურის, ახალქალაქისა და დმანისის მომსახურების ცენტრებში დაფიქსირდა. კომპანიის მიერ მიღებული ზარალის საერთო ოდენობამ 430 000 ლარი შეადგინა.

კომპანიის ინფორმაციით, რეგიონებში ძლიერი ქარისა და წვიმის, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის გამო, დაბალი და მაღალი ძაბვის ქსელში საერთო ჯამში 385 საყრდენი ბოძი და 15 ძალოვანი ტრანსფორმატორი დაზიანდა; გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის დაზიანებებს ჰქონდა ადგილი მაღალი ძაბვის ქვესადგურში და ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებზე; მწყობრიდან გამოვიდა 13 ქვესადგური და 17 გადამცემი ხაზი.

"რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკურმა ბრიგადებმა მაქსიმალურად მოკლე დროში, ოპერატიულად განახორციელეს დაზიანებული ქსელის რეაბილიტაცია და აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება ყველა გათიშულ რეგიონში. რეაბილიტაცია მიმდინარეობდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში; აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდა ორი დღე", – ნათქვამია 'ენერგო–პრო ჯორჯიას' მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსნებეთ, რომ უამინდობის გამო 12–14 ნოემბერს 2000–დან –5000–მდე აბონენტი იყო გამორთული, დაზიანებული იყო ელექტროგადამცემი ხაზები და ფიდერები.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უამინდობის გამო 'ენერგო–პრო ჯორჯიამ' ახალციხეში დაგეგმილი სამუშაოები გადადო

სამცხე–ჯავახეთში 2 000–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ვალიდან "ენერგო–პრო–ჯორჯიას" ზარალის ანაზღაურების მიზნით მიმართეს
სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
ახალციხეს დენის მიწოდება აღუდგა
მაღალი ძაბვის გამო, ახალციხეში ზარზმელის ქუჩაზე მოსახლეობას ტექნიკა დაეწვა
უამინდობის გამო, ახალციხეში 500 აბონენტს დენი არ მიეწოდება