FM97.5 / LIVE

სტუმარი მინისტრი და პრემიერის წერილი - სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის 25 წლის იუბილე

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.11.2015
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25–წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღე, მესხეთის თეატრში, გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა.

სტუმარი მინისტრი და პრემიერის წერილი - სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის 25 წლის იუბილე

დასკვნითი საზეიმო ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში 18:00 საათზე დაიწყო. იუბილეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები და სტუდენტები დაესწრნენ.

საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ შეკრებილებს უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა და რეგიონში სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამ 25 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ზრდა მნიშვნელოვანად სჩანდა. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი საქართველოს განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია, განათლებული ხალხი უკეთეს მომავალს ქმნის“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

ქალაქისთვის უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ახალციხისა და ტაო-კლარჯთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ: „25 წელი საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს და იყოს ღირსული კერა განათლების. ბერები, რომლებიც საფარის მონასტერში ვმოღვაწეობდით, ხშირად ვსტუმრობდით ახალგახსნილ უნივერსიტეტს, ამ წლების განმავლობაში ჩემს თვალწინ იცვლებოდა უნივერსიტეტი. მან ქალაქს ახალგაზრდები შემატა და სიხარული მოუტანა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფრისთვის შრომობდა“.

იუბილეს დასკვნით ღონისძიებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისალოცი წერილი წაიკითხეს. პრემიერმა უნივერსიტეტს წარმატება და წინსვლა უსურვა.

25 წლის იუბილე უნივერსიტეტს სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეულმა პროფესორ–მასწავლებლებმა და რექტორებმა მიულოცეს. მათ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსსიმბოლური საჩუქრები, წიგნები და ნახატები გადასცეს.

ასევე სიმბოლური საჩუქრებით, მედლებით დააჯილდოვა მოწვეული სტუმრები სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ნოემბრის დასაწყისიდან აღინიშნებოდა. დღეს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორები აირჩია. დღესვე ახალქალაქში სტუდენთტა რეაბილიტირებული საერთო საცხოვრებელი გაიხსნა.

სტუმარი მინისტრი და პრემიერის წერილი - სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის 25 წლის იუბილე

სტუმარი მინისტრი და პრემიერის წერილი - სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის 25 წლის იუბილე

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი გაიხსნა
16 ნოემბერს სამცხე–ჯავახეთს განათლების მინისტრი ესტუმრება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 25 წლის იუბილეს ზეიმობს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პატრიარქს შეხვდნენ
ვის მიანიჭა უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ახალქალაქში საერთო საცხოვრებელი ექნება
დღის კითხვა: უნდა ჰქონდეს თუ არა უნივერსიტეტს სტუდენტთა საცხოვრებელი [Video]