FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის კაბინეტი გაიხსნა

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.07.2014
დღეს, 11 ივლისს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის კაბინეტი გახსნეს და პროფესორი გაიხსენეს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის კაბინეტი გაიხსნა
ვალერი სილოგავას სახელობის კაბინეტი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიხსნა. კაბინეტში ძირითადად ეპიგრაფიკული კვლევები ჩატარდება.

კაბინეტის გახსნის შემდეგ, უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში, ვალერი სილოგავა მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს. პროფესორის შესახებ პრეზენტაცია მისმა ყოფილმა სტუდენტმა თეა თათენაშვილმა მოამზადა.
„ერთი წლის განმავლობაში ვაგროვებდი ვალერი სილოგავას შესახებ ინფორმაციას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვალერი სილოგავას მრავალრიცხოვან სტუდენტებს შორის, მე მხვდა წილად ეს ბედნიერება“, – ამბობს იგი.

დღესვე, უნივერსიტეტში გაიმართება რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია ონომასტიკაში, რომელიც პროფესორების: ვალერი სილოგავასა და სერგო მელიქიძის ხსოვნას მიეძღვნება. კონფერენცია უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება, სადაც ვალერი სილოგავასა და სერგო მელიქიძეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.

გარდა ამისა, ვალერი სილოგავას სახელი მიენიჭება ახალციხეში,ზარზმელის ქუჩაზე ასასვლელ აღმართს.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი სილოგავა1945 წლის 20 აპრილს დაიბადა. 1963 წელს დაამთავრა ფოთის მეხუთე საშუალო სკოლა, 1969 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და 1972 წელს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტურა, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის სპეციალობით. აქ ჩამოყალიბდა, როგორც მკვლევარი და მეცნიერი, სადაც გამოიკვეთა მისი სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებებიც – ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, „ქართლის ცხოვრება“ და ხელნაწერთმცოდნეობა.

ვალერი სილოგავა 20 წიგნის, 100–მდე სამეცნიერო სტატიისა და რამდენიმე ასეული საგაზეთო და საენციკლოპედიო პუბლიკაციის ავტორია. მას პირველს მიენიჭა საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის ე. თაყაიშვილის სახელობის პრემია. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სილოგავა დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.

ვალერი სილოგავა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა. ის 2011 წლის 17 მარტს გარდაიცვალა.
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის კაბინეტი გაიხსნა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა რესპუბლიკურ კონფერენციას უმასპინძლა
ახალციხეში ვალერი სილოგავას სახელობის აღმართი იქნება
‘გულანის’ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 25 წლის იუბილეს ზეიმობს
ბორჯომის მერობის კანდიდატები
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია მიმდინარეობს
რა აკავშირებს ახალციხესთან პირველ ქართველ უფლებადამცველს საბჭოეთში