FM97.5 / LIVE

ახალციხეში წინასაახალწლო ვაჭრობა პიკს აღწევს

მთავარიეკონომიკა 28.12.2012
ახალი წლის დადგომამდე სამი დღე დარჩა. ახალციხის სავაჭრო ცენტრის ”ალფა მარკეტის” მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელია. ბაზარი მყიდველებითაა სავსე, მაგრამ მოვაჭრეები მაინც კლიენტის სიმცირეს უჩივიან.

ახალციხეში წინასაახალწლო ვაჭრობა პიკს აღწევს
2013 წლის შესახვედრად დიასახლისებმა პროდუქტების შეძენა ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს.

”პირველ რიგში ხორცი და ხილი ვიყიდე, ფასები ყოველდღე მატულობს და ვცდილობ ყველაფრის ყიდვა ნაკლებ ფასსში მოვასწრო”,- ამბობს ვალის მკვიდრი ინგა პეტრიაშვილი.

დიასახლისები ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ხორცის პროდუქტების ყიდვას ჩქარობენ. საახალწლო სუფრაზე გოჭი, თევზი და საცივი აუცილებლად უნდა იდოს. გამოკითხული დიასახლისების უმრავლესობა ამბობს, რომ სახაალწლო სამზადისს მთელი მათი დანაზოგი ეწირება.

” საახალწლოდ სულ მცირე 300 ლარი მაინც მჭირდება, ამიტომ ყველაფერს ცოტას ვყიდულობ”, - ამბობს ნინო ზაზაშვილი.

”ალფა მარკეტის” შესასვლელი სავსეა სახელდახელოდ გაკეთებული დახლებით. ბაზრის ტერიტორიაზე დახლის ფასი ექვსი ლარი ღირს. შენობაში ერთი მეტრი კი ორი ლარი. მოვაჭრეები, რომლებიც ბაზარში დგანან, კლიენეტების სიმცირეს უჩივიან.

”გარე ვაჭრობა უნდა აიკრძალოს, თორემ აქ აღარავინ შემოდის. მთელი დღე 50 ლარსაც ვერ ვვაჭრობ და გამოდის, რომ ჩეკის გადასახდელად ვმუშაობ”, -ამბობს ხილის გამყიდველი.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ საახალწლოდ პროდუქტებზე ფასები არ მომატებულა. ბაზრის გარეთ და შიგნით პროდუქტების ფასებში განსხვავება კი 20-30 თეთრია.

27 დეკემბრისათვის ”ალფა მარკეტში” ერთი კილოგრამი პროდუქტის ფასები ასეთია:
კაკალი - 10-დან 20 ლარამდე;
ვაშლი - 1-დან 2 ლარამდე;
მსხალი - 2,50 ლარი;
ყურძენი - 3,50-დან 4 ლარამდე;
ჩირი - 2 ლარი;
ბროწეული - 4 ლარი;
კივი - 1,50-დან 2 ლარამდე;
ბანანი - 3,50 ლარი;
ფორთოხალი - 2,50 ლარი;
ტყლაპი - 7-დან 8 ლარამდე;
თაფლი - 12 ლარი;
თხილი - 4 ლარი;
კიტრი და პომიდორი - 3,50 დან 4 ლარამდე;
ჩურჩხელა, ერთ ცალი, 1-დან 2 ლარამდე;

კვერცხი - 50 თეთრი;
ყველი - 6-დან 8ლარემდე;
ყველი ჩეჩილი - 5 ლარი;
სოკო - 3 ლარი;
მწვანილი - 5 ლარი;
პრასი - 3 ლარი;
ჯონჯოლის მწნილი - 5 ლარი;
კიტრის და პომიდვრის მწნილი - 4 ლარი;
კომბოსტოს მწნილი - 3 ლარი;

ღორის ხორცი - 10- დან 14 ლარამდე;
ძროხის ხორცი - 11-დან 13 ლარამდე;
თევზი, ცოცხალი - 10-დან 15 ლარამდე;
თევზი, გაყინული - 3,50-დან 6 ლარამდე
ქათამი, ცოცხალი - 10-დან 15 ლარამდე;
ქათამი, გაყინული - 5 ლარი;
ბატი - 30 ლარი;
ინდაური - 25-დან 55 ლარამდე;

წინასაახალწლოდ ბაზრის ტერიტორიაზე ნაძვის ხის სათამაშოების, წვიმების, შუშხუნების, ჩიჩილაკების და ხელოვნური ნაძვების ფართო არჩევანია.
საახალწლო აქსესუარების ფასები 1 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს.

”ბაზარში დღეს მოვედით, ყველაფერი გვაქვს, რომ საახალწლოდ პატარების გულები გავახაროთ, მაგრამ ძალიან ცუდი ვაჭრობაა, დილიდან 50 ლარიც ვერ ვივაჭრე”,- ამბობს გრიგორ სტეფანიანი.

გაძვირებული ფასებისა და ოჯახის მცირე ბიუჯეტის მიუხედავად, საახალწლოდ თითქმის ყველა დიასახლისი ემზადება. ყველა მათგანი 2013 წლის დადგომას უკეთესი მომავლის იმედით ხვდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საახალწლო ბაზარი
საახალწლო ბაზარი ახალციხეში – რა ღირს პროდუქტი ‘ალფა მარკეტში’
საახალწლო ბაზარი - რა ღირს პროდუქტი ახალციხის ბაზარში
სააღდგომო ფასები ახალციხის ბაზარში [Photo]
სააღდგომო ფასები ბაზარში [Photo]
რა ჯდება საახალწლო სუფრა
რა ღირს საახალწლო სუფრა