FM97.5 / LIVE
მასწავლებელთა შეფასების სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა

მასწავლებელთა შეფასების სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა

მთავარისაზოგადოება » განათლება 28.05.2015
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე თარგმნა.

მასწავლებელთა შეფასების სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა

სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ - დახმარებით, რომელსაც „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ ახორციელებს.

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“ 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. მასში ჩართვის ვალდებულება ეკისრება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელს, მათ შორის, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებსაც, რომელთა საერთო რაოდენობაა 7500.

„აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე თარგმნილი დოკუმენტი დაეხმარება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მასწავლებლებს, ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შესახებ, რათა წარმატებით შეძლონ ამ სქემით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება“, – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში.

სქემის დოკუმენტის სრული ვერსია აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tpdc.ge.

მასწავლებლის სქემა რუსულ ენაზე
ასწავლებლის სქემა სომხურ ენაზე
მასწავლებლის სქემა აზერბაიჯანულ ენაზე

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მასწავლებლებისთვის სქემის გზამკვლევი ითარგმნა
ახალციხეში მასწავლებელთა შეფასების სქემა განიხილეს
ახალციხეში მასწავლებელთა სახლი აშენდება
განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სქემა გააცნო
სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო
იწყება ტრენინგები პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის
საფეხური: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა [Audio]