FM97.5 / LIVE

წინასწარ გადახდილი თანხა და დაგვიანებული გაზიფიცირება ახალქალაქში

მთავარიეკონომიკა 01.05.2013
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც მოსახლეობას გაზიფიცირებისათვის თანხა გადაახდევინეს, თუმცა, ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ.

წინასწარ გადახდილი თანხა და დაგვიანებული გაზიფიცირება ახალქალაქში
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების მასობრივი გაზიფიცირება გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. შესაბამისად, 23 სოფელში, ანუ იქ სადაც ეს პროცესი მიმდინარეობდა, დაიწყო ხელშეკრულებების დადება მოსახლეობასთანაც. მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან ბუნებრივი აირი 36 სოფელში უნდა შეიყვანონ.

სოფელ ბახლოს მოსახლეობის უმრავლესობამ ერთი წლის წინ 650 ლარი გადაიხადა, თუმცა, ბუნებრივი გაზის გამოყენების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ აქვთ.

- "ფულის შეგროვება გვაიძულეს, რომ პროცესი დაჩქარებულიყო. ეს ყველაფერი დასაბუთებულია ხელშეკრულებაში, რომელიც თავიდან ბოლომდე წავიკითხე - ამბობს სოფელ ბახლოს მცხოვრები გეგამ შახბზიანი და ამატებს, რომ გაზი მომხმარებლამდე 2012 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოეყვანათ - აპრილი მოვიდა და გაზის პრობლემა კი ჯერ არ მოგვარებულა. ზოგიერთმა ბანკიდან კრედიტი აიღო, თუ ამას მორალურ ზიანს დავამატებთ, სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ისინი იძულებული იქნებიან 31 დეკემბრიდან დღევანდელ დღემდე 12%–იანი მინიმალური საპროცენტო განაკვეთი აგვინაზღაურონ“.

შახბზიანი, გაზის გაყვანის პროცესში იმ დაშვებულ შეცდომებზეც საუბრობს, რაც მოსახლეობას უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს: „გაზის გაყვანა მიწის სახურავიანი სახლების ზემოთ არ შეიძლება, რადგან ეს სახურავი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინგრეს, პასუხისმგებელი კი არავინაა”.

ანალოგიურია ვითარება ბახლოს მეზობელ სოფელ ტრგნაში. ასევე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელ არაგვაში აბონენტებისგან ფული შეკრიბეს და გაზიფიცირების დასრულებას გასული წლის ნოემბრამდე დაჰპირდნენ. აქ მოსახლეობა დღემდე მოლოდინშია. არაგვაში მცხოვრები 240 ოჯახიდან გაზიფიცირებისთვის თანხა 214–მა გადაიხადა, აქედან ადგილობრივების ნაწილმა კრედიტი აიღო, ზოგს კი ნაღდი ფული ჰქონდა.

სოფელ ბახლოს მცხოვრები ანდრანიკ გრიგორიანი ამბობს, რომ მათ სოფელში სამუშაოების მიმდინარეობა კვლავ განახლდა: ”თავიდან სოფელში მილები მიწის ქვეშ გაიყვანეს, შემდეგ კი მოვიდნენ და ანულირება გააკეთეს. როგორ შეიძლებოდა ასე, მთელი ქვები ამ მილებს დააყარეს და დღესაც ასეა. არ ვიცით, რა ხდება. ამბობენ, რომ აპრილის ბოლოსთვის გაზი იქნება, მაგრამ ეს შეუძლებელია, ჩემი აზრით, გაზი მაისის ბოლოსაც არ გვექნება”.

სოფელ აზავრეთში დაახლოებით 260 ოჯახი ცხოვრობს. აზავრეთელი თამამიანების ოჯახი 6 თვის განმავლობაში ყოველთვე 123 ლარს იხდიდა და კრედიტი უკვე დაფარა, მაგრამ გაზი ჯერ მაინც არ აქვს.

- "ხელშეკრულება 2012 წლის 8 ივნისს დავდეთ, სადაც აღნიშნულია, რომ 2012 წლის 1 დეკემბერს ჩვენ გაზი უკვე უნდა გვქონოდა. სადღაც 10–15 დღის წინ აზავრეთში 10–15 ოჯახს გაზი ჩაურთეს, რათა ეჩვენებინათ, რომ აზავრეთში ბუნებრივი აირი უკვე არის“, – ამბობს ამენაკ თამამიანი.

თუ რომელ სოფლებში მიმდინარეობს დღეს გაზიფიკაციისათვის სამუშაოები, ან რა მიზეზით შეწყდა ეს პროცესი რიგ სოფლებში – ამ და სხვა კითხვებზე ”სამხრეთის კარიბჭემ” SJCS–სამცხე–ჯავახეთის გაზის კომპანიას მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაგვიანებული გაზიფიკაცია
სოფელ საძელში გაზიფიცირებას ითხოვენ
ახალქალაქის სოფლებში გაზიფიკაცია გვიანდება
ახალციხეს გაზი არ მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთში 256 დასახლებული პუნქტიდან 104–ია გაზიფიცირებული
ადიგენის გაზიფიკაცია არ გაჩერებულა
სოფელ ფოკაში ბუნებრივი აირი შევიდა