FM97.5 / LIVE

ფსიქიურად დაავადებულზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე პროკურატურამ ძიება დაიწყო

მთავარისამართალი 21.10.2015
„სამხრეთის კარიბჭეს“ სტატიის საფუძველზე, რომელშიც ბერიძეები სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო; რას მოყვა დაკითხვისას მამა და რატომ არ აპირებს ‘სიმართლის დამალვას’ შვილი.

ფსიქიურად დაავადებულზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე პროკურატურამ ძიება დაიწყო

„სამხრეთის კარიბჭეს“ სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 20 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში ნ. ბერიძის მამა ზურაბ ბერიძე დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორი ლევან პაქსაშვილი გვიდასტურება, ძიება სტატიის საფუძველზე დაიწყო.

„ძიება სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, ეს არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი ნინო აღნიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფსიქიურად დაავადებული ნ. ბერიძის განცხადებით, იგი 19 ოქტომბერს, სამართალდამცავებმა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში მუქარით წაიყვანეს. აქ მას მოსთხოვეს ‘ეღიარებინა’, რომ ტყვიები, რომლებიც პოლიციელებმა თავად აჩვენეს, მან იპოვა, სანაცვლოდ კი 500 ლარს დაჰპირდნენ. ნიკოლოზ ბერიძემ შენობა ისე დატოვა, რომ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. თუმცა ვიდრე „სამხრეთის კარიბჭე“ მომხდარის შესახებ დაწერდა და პროკურატურა გამოძიებას დაიწყებდა, ნ. ბერიძე მამასთან ერთად ამჯერად ახალციხის რაიონულ სამმართველოში მიიყვანეს.

„ვიტალიმ დამირეკა მოდებაძემ, ესენი (პოლიციელები) ჩემი ახლობლები არიან, დაველაპარაკები და მოგეშვებიანო. მითხრა ვიმეგობროთ, ვითანამშრომლოთ, შენც გამოგადგებით და ჩვენც გამოგვადექიო. დამარწმუნეს, რომ ჩემ შვილს პრობლემები არ შეექმნებოდა“, – ამბობს ზურაბ ბერიძე.

მისი თქმით, ტყვიებთნ ერთად ახალციხის რაიონულ სამმართველოში კიდევ ორი ყუმბარა აჩვენეს. შემდეგ კი მისმა შვილმა ნ. ბერიძემ დოკუმენტს, რაზეც სამართალდამცავებს სურდათ, ხელი მოაწერა.

„ლურჯ ცელოფანში იყო, ზემოდან თეთრი რაღაც ჰქონდა დაკრული, ჯერ იმაზე მომაწერინეს ხელი და მერე ქაღალდებზე დამაწერინეს ნ.ბერიძე, ნ. ბერიძე. ვითომ ის ტყივები მე ვნახე ათი წლის წინ და აქამდე ვინახავდი“, – გვიყვება ნ. ბერიძე.

კითხვაზე, რატომ მოაწერა ხელი თუ ტყივები მას არ ეკუთვნოდა, ნ. ბერიძის ნაცვლად მამამ გვიპასუხა: „მე ვუთხარი მოაწერე–მეთქი, ახლა ვნანობ, მაგრამ ვენდე პოლიციელებს, მითხრეს ამით არაფერი მოხდებაო, თავი მომიქონეს“.

პოლიციის თანამშრომლებმა „თავის მოქონვა“ ნ. ბერიძესთანაც სცადეს. მას შემდეგ რაც მომხდარით „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, როგორც ნ. ბერიძე ამბობს მასთან პოლიციელები მივიდნენ: „ლექსო ალექსიძე და ზაური სუდაძე იყვნენ, მითხრეს რამე ქენი, თორემ იმათ (პოლიციელებს) საქმე ცუდად აქვთო“.

ნ. ბერიის თქმით, სამართალდამცავები, მას სთხოვდნენ, რომ ყველაფერი სხვაგვარად მოეყოლა, თორემ მათ თანამშრომლებს სამსახურებს დაატოვებინებდნენ.

„არ გადავთქვამ არაფერს, რაც შენთან („სამხრეთის კარიბჭესთან“) მოვყევი, იმას მოვყვები ისევ. მამაჩემმა რაც გინდა თქვას, მე თუ სიმართლეს არ ვიტყვი, ეგენი (პოლიციელები) გამოძვრებიან ახლა და მერე მე მომიბრუნდება ყველაფერი უკან და გამამწარებენ“, – აცხადებს ნ. ბერიძე.
მას, რადგან ფსიქიკური პრობლემები აქვს, დაკითხვაზე დაიბარებენ თუ არა, ამის შესახებ საქმის გამომძიებელს აღნიაშვილს ვკითხეთ: „თუ გამოძიების მსვლელობის დროს ეს აუცილებელი გახდა, დავკითხავთ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს მოხდება ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს“, – გვიპასუხა მან.

დაკითხავენ თუ არა ნ. ბერიძეს ჯერ უცნობია, თუმცა მისმა მამამ ზურაბ ბერიძემ გამოძიებას, როგორც თავად ამბობს ჩვენება ისე კიარ მისცა, როგორც ამას „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვებოდა, არამედ ისე, როგორც ეს პოლიციელებმა სთხოვეს.

„გავნერვიულდი ჩემი შვილი რომ სამმართველოში წაიყვანეს და ტელეფონზე არ მპასუხობდა და თქვენთან მოვყევი ყველაფერი“ – ამბობს ზურა ბერიძე.
კითხვაზე, მაშინ რატომ არ დაადასტურა ეს გამომძიებელთან, გვიპასუხა: „ იმიტომ რომ პოლიციელებმა მითხრეს საშარო საქმე რომ იყოს, არ გაგაკეთებინებთო. ამიტომ ტყვია–წამალზე რომ მიდგა დაკითხვისას საქმე, ვუთხარი გამომძიებელს, რომ მეტს ვეღარაფერს ვეტყოდი. იმ პოლიციელებს ოჯახები ჰყავთ, იმათ შარში ჩაგდებას მირჩევნია მე გავყო თავი. დასაკარგი მე აღარაფერი მაქვს, ისინი ბევრს კარგავენ“.

რაც შეეხება პოლიციაში მისი შვილის მიყვანის ფაქტს, ზურა ბერიძემ, მისივე თქმით, გამოძიებაში ამის შესახებაც სხვაგვარად თქვა. როგორც თავად ამბობს, მან გამომძიებელს უთხრა, რომ მის შვილს მეუღლესთან, რომელსაც გაშორებულია, პრობლემები აქვს, ბავშვების ნახვა უნდოდა და სამართალდამცავებს ამის გამო თხოვნით თავად მიმართა.

სწორედ ეს ვერსია გააჟღერა „სამხრეთის კარიბჭესთან“ იმ დღესვე პოლიციის თანამშრომლემა გუჯამ, რომელიც ნ. ბერიძესთან რეკავდა. თავად ნ. ბერიძე კი ამას უარყოფს და ამბობს: „დახმარება მე არ მითხოვია. პოლიციაში რომ ამიყვანეს და საქმე შემომთავაზეს, მერე მითხრეს ჩვენ რით დაგეხმაროთო. მაშინ ვთქვი, ცოლი ბავშვებს არ მაჩვენებს მეთქი. მითხრეს, ახალქალაქში ჩვენ ავალთ ამის გამოო“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ დღეს, როცა სტატია გამოქვეყნდა, მომხდარი კატეგირიულად უარყვეს, დღეს კი განაცხადეს, რომ „ამ საქმეს პროკურატურა იძიებს“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ეს ამბავი არ 'გააბაზრო', თორემ შენც დაგიჭერენ და ჩვენცო' – სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებენ
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე პროკურატურამ  ძიება დაიწყო
ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე რექტორის მოადგილედ დაინიშნა
რატომ მიიყვანეს 10–მდე არასრულწლოვანი პოლიციაში
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია
რატომ შევიდა ახალციხის გამგეობაში პროკურატურა?
ასპინძელი პოლიციელების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო