FM97.5 / LIVE

რატომ მიიყვანეს 10–მდე არასრულწლოვანი პოლიციაში

მთავარისამართალი 14.04.2016
დღეს, 14 აპრილს, ახალციხის რაიონულ სამმართველოში, დაახლოებით 10 არასრულწლოვანი დაკითხეს; შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ პოლიცია ქურდობის ფაქტზე დაადგა და ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანა.

რატომ მიიყვანეს 10–მდე არასრულწლოვანი პოლიციაში

ბავშვები სამმართველოს შენობაში დღეს ეტაპობრივად მიჰყავდათ.

ერთ–ერთის ნათლია, რომელიც სამმართველოსთან იცდიდა, ამბობს, რომ ექვსი მესამეკლასელი პოლიციაში დაახლოებით 13:30 საათზე გადაიყვანეს. მისივე თქმით, ბავშვების სამმართველოში ყოფნის შესახებ მშობლებმა მოგვიანებით შეიტყვეს: „მშობელმა არ იცოდა, გვიან დაურეკეს. ეს დაუშვებელია, ბავშვის დაკითხვა მშობლის, მასწავლებლის ან იურისტის გარეშე არ შეიძლება“.

მასთან ერთად სამმართველოს შენობასთან სხვა ბავშვების მშობლების ახლობლებიც შეიკრიბნენ. ისინიც ამბობენ, რომ მშობლები სამმართველოში მაშინ მივიდნენ, როცა არასრულწლოვნები უკვე პოლიციის შენობაში იყვნენ.

„სამხრეთის კარიბჭე“ თავად შეესწრო სამმართველოში ოთხი მოსწავლის შეყვანას. ოთხვე მათგანს მშობელი ახლდა, თუმცა, მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს.

„არაფერი ვიცი რა ხდება, შევალ და გავიგებ“, – გვითხრა ერთ–ერთმა.

დაკითხული არასრულწლოვნებიდან ადვოკატი მხოლოდ ორს ჰყავს. მათ ინტერესებს ირაკლი ბარძიმაძე იცავს.

„რა მოხდა არ ვიცი, ამ ბავშვებს სასამართლოში ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხავენ. ის რაც დღეს აქ გააკეთეს, კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მათ ფაქტობრივად ეს ბავშვები დააკავეს“, – აცხადებს ბარძიმაძე.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, შემთხვევა, რის გამოც პოლიციამ დაწყებითი კლასების ასაკის მოსწავლეები სამართველოს შენობაში მიიყვანა, ერთ–ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ქურდობას უკავშირდება. შენობა ერთ–ერთი კომპანიის საწყობია, საიდანაც გარკვეული ნივთები დაიკარგა.

საქმე რომ ქურდობას ეხება, ამას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, საქმეზე ძიება სსკ–ის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

„პოლიციის თანამშრომლები ბავშვებს ქურდობის ფაქტზე დღეს დაადგნენ “, – აცხადებენ შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, სადაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ საუბრობენ. მათ შორის, არ აკონკრეტებენ, რამდენი არასრულწლოვანი დაკითხეს მომხდარის გამო. თუმცა, აცხადებენ, რომ ყველა მშობლის თანდასწრებით დაიკითხა.

რა ნივთები იკარგებოდა საწყობიდან, ამის გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭე“ კომპანიის რეგიონის ოფისის ხელმძღვანელს ვერ დაუკავშირდა. იმ სკოლის ადმინისტრაცია, რომლის მოსწავლეებსაც ეხებათ საქმე, აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის.

„დაწყებითების დამრიგებლებს ვესაუბრე და არავინ საქმის კურსში არაა. სკოლიდან 19:30 საათზე გამოვედი, არაფერი გამიგია“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

მიუხედავად მისი განცხადებისა, ‘სამხრეთის კარიბჭე’ შეესწრო, როგორ დატოვა საამართველოს შენობა ამ სკოლის დაწყებითი კლასების ერთ–ერთმა პედაგოგმა. თუმცა, მან კომენტარზე უარი თქვა.

დაახლოებით 22:00 საათზე სამმართველოს შენობა ყველა არასრულწლოვანმა და მშობელმა დატოვა. პედაგოგის მსგავსად, უკომენტაროდ დატოვეს შენობა ბავშვების მშობლებმაც. ნაწილმა განაცხადა, რომ პოლიციაში „სხვა საქმეზე იყვნენ“.

[თამუნა უჩიძე, ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქურდობა თუ თამაში  – არასრულწლოვნების საქმე
მოსწავლეებისთვის სკოლაში ფულის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
მშობელი: ‘აპარატი ღია ინკასატორს დარჩა, ბავშვებს ფული არ მოუპარიათ’
დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა
არასრულწლოვნების საქმეზე ძიება შეწყდა
სამმართველოსთან აწყურის მცხოვრებლების აქცია დასრულდა
ფსიქიურად დაავადებულზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე პროკურატურამ ძიება დაიწყო