FM97.5 / LIVE

საფლავები ადიგენში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა

მთავარისაზოგადოება 15.09.2015
ქრისტიანულ სოფელში მუსლიმის, მუსლიმურში კი ქრისტიანის დასაფლავების პრობლემა შეიქმნა; გარდაცვლილები და საფლავები ადგილობრივებს შორის დაპირისპირების ახალ კერად იქცა; საკითხი, რომელზეც ადგილობრივი თვითმმართველობა დუმილს ამჯობინებს, შესაძლოა, სამცხე–ჯავახეთის მუფთისთვის გადადგომის მიზეზად იქცეს.

საფლავები ადიგენში  მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში ქრისტიანის გიორგი ხოზრევანიძისა და სოფელ ადიგენში მსულიმი რევაზ მიქელაძის დასაფლავების საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და საქმეში პოლიციაც ჩაება.

ქრისტიანს მუსლიმებმა გარდაცვლილის მუსლიმურ სასაფლაოზე დაკრძალვის პრობლემა შეუქმნეს

პირველად ეს პრობლემა ზანავში, 29 წლის ქრისტიანი ჯარისკაცის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა. გარდაცვლილ გიორგი ხოზრევანიძეს მუსლიმი მამა ჰყავდა, ამიტომ ოჯახს მისი დასაფლავება მამის გვერდით მუსლიმების სასაფლაოზე სურდა. თუმცა, სოფელში, სადაც მოსახლეობის 80% მუსლიმია, ასევე მუსლიმი ბიძაშვილები და თანასოფლელები გაქრისტიანებულ ხოზრევანიძეებს გარდაცვლილის დაკრძალვის უფლებას არ აძლევდნენ.

საფლავები ადიგენში  მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა მომხდარზე ოჯახი არ საუბრობს. გარდაცვლილის დედა გულიკო ბერიძე ფაქტს გვიდასტურებს, თუმცა მუსლიმ და ქრისტიან მეზობლებთან ურთიერთობა რომ არ დაეძაბოს, დეტალების გახსენებისგან თავს იკავებს.

ჭულეს მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა ანთიმოზი, რომელმაც გარდაცვლილს წესი აუგო, ამბობს რომ ხოზრევანიძის დასაფლავების გამო ქრისტიანები და მუსლიმები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

ამაზე სოფელში ქრისტაინებიც საუბრობენ.

„იყო ხელით შეხება ისევ შინაურებსა და ბიძაშვილებს შორის“, – ამბობს ზანავში მცხოვრები ქრისტიანი ზურაბ შაინიძე და ამატებს, რომ დასაფლავების პრობლემა სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ გადაწყვიტეს.

საფლავები ადიგენში  მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა საბოლოოდ, ხოზრევანიძე პატარა ზანავში, ქრისტიანული წესით მუსლიმების სასაფლაოზე დაკრძალეს, თუმცა, მის საფლავს ჯვარი არ დაადგეს. კითხვაზე, ასე ოჯახმა, ისევ მუსლიმ მეზობლებს ხომ არ გაუწია ანგარიში, სოფელში ქრისტიანები გვპასუხობენ: „ალბათ. შესაძლოა, ჯვრის დადგმით მუსლიმები გაღიზიანებულიყვნენ და ვითარება გართულებულიყო“.

ზურაბ შაინიძის თქმით, იქ სადაც მუსლიმებს ქრისტიანის დასაფლავება არ სურდათ, მათი წინაპრები არიან დაკრძალული: „ამ ქვეყნის შვილები ვართ ქრისტიანებიც და მუსლიმებიც. კეთილი უნდა ვინებოთ და ერთმანეთი გავიტანოთ. არავის აქვს უფლება, რომ ვიღაცას ხელი კრას და ამ ქვეყანაში ცხოვრების პირობები შეუზღუდოს“.

ქრისტიანებისგან განსხვავებით, ზანავში მომხდარს კატეგორიულად უარყოფენ მუსლიმები.

„წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. ასე რომ ყოფილიყო, მუსლიმების სასაფლაოზე ხომ არ დაასაფლავებდნენ?!“ – ამბობს ზანავში მცხოვრები მუსლიმი გიორგი იაკობაძე.

მის გვერდით მჯდომი ვინაობას არ გვიმხელს, თუმცა აცხადებს, რომ პრობლემას ზანავში მცხოვრები მუსლიმები კი არა „სამხრეთის კარიბჭის“ შეკითხვები ქმნის: „ამაზე არავინ საუბრობს, სიწყნარეა და ეს ყველას დავიწყებული აქვს უკვე“.

ასევე მუსლიმი თენგიზ იაკობაძე კი გვიხსნის, რომ მუსლიმური რელიგიის მიხედვით, მუსლიმებისა და ქრისტიანების ერთად დასაფლავება არ შეიძლება. კითხვაზე, თუ ასეა, მაშინ რატომ უარყოფენ, იმ ფაქტს, რომ მათ ქრისტიანს მუსლიმების საფლავზე დაკრძალვის გამო წინააღდეგობა გაუწიეს, გვპასუხობს: „სასაფლაო პატარა ზანავში ერთი ადამიანის გამო ხომ არ გაიხსნებოდა?! სად უნდა წასულიყო, ამიტომ სოფელი გვერდში დაუდგა და საბოლოოდ წინაპრების გვერდში დაკრძალეს“.

საფლავები ადიგენში  მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა მიუხედავად ადგილობრივების განცხადებისა, სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, აცხადებს, რომ ქრისტიანებს მუსლიმების საფლავზე გარდაცვლილის დასაკრძალად სოფლიდან თანხმობა არ მიუღიათ: „ეს ძალით მოხდა, თქვეს, რომ ასე უნდათ და ასე უნდა დაესაფლავებინათ. არადა ჩვენ მეზობლები, ძმები ვართ, ვთხოვდი მათ, რომ ოღონდ სიძულვილს ნუ გამოიწვევდა მათი ქმედება და სადაც უნდოდათ იქ დაესაფლავებიანთ“.

ვაშაყმაძე გამოსავალს სოფელში ქრისტიანებისთვის ცალკე სასაფლაოს გახსნაში ხედავდა. თუმცა, ამის სურვილი თავად ქრისტიანებს არ გამოუხატავთ. მათგან განსხვავებით, ახალი სასაფლაოს გახსნა, ხოზრევანიძის შემთხვევიდან დაახლოებით 20 დღეში, მუსლიმებმა მეზობელ სოფელ ადიგენში სცადეს.

ქრისტიანები მუსლიმებს ახალი სასაფლაოს გახსნის უფლებას არ აძლევენ

საფლავები ადიგენში  მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა სოფელ ადიგენში მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია და შესაბამისად, სოფელშიც ქრისტიანული სასაფლაოა. 18 მუსლიმური ოჯახი ადიგენში დაახლოებით 25–30 წლის წინ გადასახლდა და ამ დრომდე ორი გარდაცვლილი მხოლოდ ერთ მუსლიმ ოჯახს, იაკობაძეებს ჰყავდათ.

იმის გამო, რომ სოფელში მუსლიმების სასაფლაო არ იყო, რელიგია კი მუსლიმის ქრისტიანის გვერდით დაკრძალვას კრძალავდა, როინ იაკობაძემ 2005 წელს მამა, 2015 წლის თებერვალში კი დედა საკუთარ ეზოში დაკრძალა.

სოფელში პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც ასევე მუსლიმი რევაზ მიქელაძე გარდაიცვალა და ოჯახმა მეზობელ მუსლიმებთან ერთად ცალკე სასაფლაოს გახსნა სცადა.

საფლავები ადიგენში  მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა „თქვეს მიცვალებული ახლოსვე გეყოლება და სოფელშივე გავხსნათ სასაფლაოო. აქვე გორაზე თავისუფალი ადგილია, იქ არც საქონელი ძოვს, არც ვინმეს საკუთრებაა და არც ხალხი დადის ფეხით. ღობე მოიტანეს და საფლავის გათხრა დაიწყეს, მაგრამ ისეთი აყალ–მაყალი და შეხლა–შემოხლა ატყდა, რომ პოლიცია ამოვიდა, გათხრაც მიატოვებინა და ღობეც მოაშლევინა“, – ამბობს გარდაცვლილი მუსლიმის რევაზ მიქელაძის მეუღლე ნათელა მიქელაძე.

გარდაცვლილის სახელი რომ არ შეერცხვინათ, როგორც მიქელაძეები ამბობენ, წინაღმდეგობის გაწევა არც უცდიათ: რევაზ მიქელაძე მეზობელ სოფელში, ზანავში მუსლიმების სასაფლაოზე დაკრძალეს.

„ვფიქრობდი, რომ სოფელი გვერდში დამიდგებოდა. ზოგადად, ჭელას და მოხეს მოვლენების მერე ცოტა ურთიერთობა დაიძაბა, მაგრამ სოფელში მაინც არაფერი შეცვლილა და ბოლოს ასე მოგვექცნენ, მიცვალებული არ დაგვამარხინეს“, – ამბობს გარდაცვლილის შვილი ნოდარ მიქელაძე.

მისი თქმით, ქრისტიანებისთვის მამის მათ სასაფლაოზე დაკრძალვა მრწამსიდან გამომდინარე არც უთხოვია, თუმცა, ფიქრობს, რომ მაინც უარს ეტყოდნენ.

„სოფელში, სადაც უმრავლესობა ქრისტიანია, მუსლიმის საფლავი არ უნდა არსებობდეს“

„არ უნდა იყოს ამ სოფელში მუსლიმების საფლავი და არც იქნება. ასეა ნათქვამი, პირი შევკარით ქრისტიანებმა და არ გავაკეთებინებთ“, – ამბობს სოფელ ადიგენში მცხოვრები ქრისტიანი თინა ჯანაშია.

საფლავები ადიგენში  მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა ქრისტიანებმა რომ პირი შეკრეს და სოფელში მუსლიმებს საფლავის გაკეთების საშუალებას არ მისცემენ, ამაზე ქრისტიანი ლილი ჭიღლაძეც საუბრობს: „პრობლემა ალბათ ისაა, რაც ჭელაში მოხდა. აქ მოხუცები არ ჩარეულან, ყველაფერი ახალგზარდებისაგან წამოვიდა. მიზეზი ის იყო, რომ ახლა თუ საფლავი გააკეთეს, მერე ზედ მეჩეთსაც დადგამენ“.

რეგიონის მუფთი კი აცხადებს, რომ მუსლიმური წესის მიხედვით შესაძლოა საფლავი მეჩეთთან გაიხსნას, საფლავზე მეჩეთს კი არასდროს გააკეთებენ: „ისლამის წესის მიხედვით, სასაფლაოზე მეჩეთი არ კეთდება“.

მუფთის განცხადების არ სჯერათ ქრისტიანებს.

„სადაც კი ფეხი მოიკიდეს, ლიდერობა გამოავლინეს. მაგათი ლოცვის ხმა რომ ისმოდეს, ეგ არ გვინდა, თორემ ისე ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – ამბობს ჭიღლაძე და კეთილმეზობლური განწყობის მიუხედავად, აცხადებს, –სოფელში, სადაც უმრავლესობა ქრისტიანია, მუსლიმის საფლავი ნამდვილად არ უნდა არსებობდეს“.

კითხვაზე, მაშინ სად უნდა დაკრძალონ ამავე სოფლის მკვიდრმა მუსლიმებმა გარდაცვლილები, გვპასუხობს: „ეგეც დიდი ცოდვაა, მაგრამ რა ვიცი აბა, ძალიან კი შემოგვიტიეს!“

სოფელ ადიგენში რომ მუსლიმები საფლავს ვერასდროს გახსნიან, ამაში ქრისტიანი ზურაბ ტაბიძეც გვარწმუნებს. მისი თქმით, მუსლიმებმა სოფელში ახალი სასაფლაოს გახსნა ქრისტიანებთან შეთანხმებისა და ადგილობრივი თივთმმართველობიდან ნებართვის გარეშე სცადეს: „თვითნებურად მიიტანეს ახალი სამშენებლო მასლა. ამასობაში მოხდა დაპირისპირება, ჩავაყენეთ საქმის კურსში პოლიცია, გამგეობა. გამგეობამ არ ისურვა მოსვლა, მაგრამ პოლიციის სამმართველო იყო“.

მომხდარში პოლიცია ჩაერთო, გამგეობა კი დუმს

საფლავები ადიგენში  მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა სოფელ ადიგენში რომ ქრიტიანებსა და მუსლიმებს შორის შეხლა–შემოხლა იყო და ვითარების განმუხტვა პოლიციამ სცადა, ეს „სამხრეთის კარიბჭეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს: „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში განცხადება შევიდა. რაც შეეხება ღობის მოშლას, ის თავად მუსლიმებმა მოშალეს, მას შემდეგ, რაც მიიღეს განამარტება, რომ ტერიტორია, სადაც გარდაცვლილის დაკრძალვას აპირებდნენ სასაფლაოსთვის გათვალისწინებული არ იყო“.

მომხადარში რომ გამგეობა არ ჩარეულა, ამაზე სოფელ ადიგენში გამგებლის წარმომადგენელი გიორგი სოფრომაძეც საუბრობს.

„ღობე მოსახლეობამ დააშლევინა, ადგილობრივ ხელისუფლებას არ დაუშლია, – ამბობს სოფრომაძე და ამატებს, რომ სოფელში ნებისმიერ მაცხოვრებელს სასაფლაო უნდა ჰქონდეს, – თუ ცხოვრობენ მუსლიმები, სასაფლაოც ეკუთვნით“.

საფლავები ადიგენში  მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, ადგილობრივი ქრისტიანები კი აცხადებენ, რომ თვითმმართველობის მიერ ნებართვის გაცემის შემთხვევაში, მუსლიმებს სასაფლაოს გახსნის უფლებას თავად მაინც არ მისცემენ.

„ვინც ამის ნებართვას გასცემს ხელმძღვანელობიდან, იმან კეთილი ინებოს და თავისი საკარმიდამო ნაკვეთი მისცეს მუსლიმებს, მერე უნდათ მუსლიმი დაასაფლაონ და რაც უნდა ის გააკეთონ“, – ამბობს ზურაბ ტაბიძე.

თუმცა სოფელში ქრისტიანებს განსხვავებული პოზიციაც აქვთ.

საფლავები ადიგენში  მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა „რევაზის ადგილი ამ სოფელში უნდა ყოფილიყო. რაც მას გაუკეთებია ადიგენისთვის, ბევრ ქრისტიანს არ ექნება იმდენი გაკეთებული. ამიტომ როგორც მე ვარ ამ სოფლის მკვიდრი და მეკუთვნის საფლავი, ისე ეკუთვნის მასაც და ზოგადად სხვა მუსლიმსაც. მისი დასაფლავების დღეს ისე გავმწარდი, იქ ყველას ვაგინე“, – ამბობს შოთა ქომეთიანი.

მას ეთანხმება ასევე ქრისტიანი ზოია გახოკიძე: „მიცვალებულს საფლავი როგორ არ უნდა მისცე?! მას რას ერჩი?! სახელმწიფო ცხოვრების ნებას აძლევს და შენ ვინ მოგცა უფლება დასაფლავება აუკრძალო?! ეს ხალხმა კი არა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს“.

ვინ უნდა გადაწყვიტოს ადიგენში საფლავების პრობლემა

კანონის თანახმად, არსებულ ვითარებაში გადაწყვეტილება რომ ადიგენის ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა მიიღოს, ამაზე "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძეც საუბრობს: „ტერიტორია საფლავებისთვის გამგეობამ უნდა გამოყოს და მან გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა მიიღოს, როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმი თემის თავისებურებები“.

შეკითხვაზე, ადგილობრივი ქრისტიანების წინააღმდეგობისა და ბოლო დროს ჭელა–მოხეში განვითარებული მოვლენების ფონზე, რამდენად გაბედავს ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობა მუსლიმებს საფლავისთვის ტერიტორია გამოუყოს, მშვენიერაძე გვპასუხობს: „მოლოდინი რა მაქვს ერთია, მაგრამ მეორეა რა ვალდებულება აქვს სახელმწიფოს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტში, არამედ სხვა სახელმწიფო ორგანოებშიც საჯარო მოხელეები არა თუ კანონის მოთხოვნებს, არამედ ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას ახორციელებენ“.

საფლავები ადიგენში  მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცამისივე თქმით, დასაფლავების გამო შექმნილი პრობლემა ქრისტიანისა და მუსლიმის შემთხვევაშიც დასაფიქრებელია: „არავის აქვს უფლება, თუ მიწა მისი საკუთრება არაა, თვითნებურად შემოღობოს და თქვას, რომ აქ მიცვალებულს კრძალავს. ასეთ შემთხვევაში ხელის შეშლის უფლბა მხოლოდ სახელმწიფოს აქვს და არა ვინმე კერძო პირს. არავინ ეკითხება სოფელს, თუ სახელმწიფომ გადაწყვეტიელბა მიიღო“.

თუმცა, ვიდრე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზანავში ქრისტიანების და ადიგენში მუსლიმების სასაფლაოების გახსნის საკითხს გადაწყვეტდეს, მას ჯერ არსებული საფლავების საკითხების მოგვარება მოუხდება. სოფლებში არსებული საფლავები სახელმწიფოს ბალანსზე ამ დრომდე არ არის.

„სოფელ ადიგენში არსებული სასაფლაო არც ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობის და არც ჩვენ ბალანსზეა. ზოგადად სოფლებში არსებული სასაფლაოების დიდი ნაწილი დაურეგისტრირებელია, სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროცესი ახლა მიმდინარეობს. ჯერ–ჯერობით ადიგენში არ ავსულვართ“, – ამბობს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსი ზაალ ივანიძე.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა პროცედურები უნდა გაიარონ ადგილობრივება იმისთვის, რომ მათ ახალი სასაფლაოს გახსნის საშუალება მიეცეთ, ივანიძეც და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელიც გვპასუხობს, რომ ამის შესახებ ვერაფერს განმარტავენ: „ეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა, მას მიაკითხეთ“.

კონფლიქტის ახალი კერები (?!)

ადიგენის გამგეობაში კი მომხდარზე არ საუბრობენ. ამ დროისთვის სიმშვიდეა ორივე სოფელშიც. თუმცა, როგორც ქრისტიანები, ასევე მუსლიმები ფიქრობენ, რომ დაპირისპირება მაშინვე გაგრძელდება, როგორც კი ზანავში ქრისტიანი, ადიგენში კი მუსლიმი გარდაიცვლება.

საფლავები ადიგენში  მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა„სოფელში საერთო სასაფლაოა, გინდა მუსლიმი იყოს და გინდა ქრისტიანი, იქ უნდა დაიკრძალოს, ეს ასეა გინდა სახელმწიფოებრივად და გინდა ადამიანურად. რელიგიურადაც მუსლიმის და ქრისტიანის გვერდი–გვერდ დასაფლავება პრობლემას არ წარმაოდგენს“, – ამბობს მამა ანთიმოზი.

საპირისპიროს აცხადებს მუფთი, მამუკა ვაშაყმაძე: „ერთმანეთის რელიგიური რიტუალებით შესაძლოა მუსლიმმა ქრისტიანი და პირიქით, ქრისტიანმა მუსლიმი შეურაცხყოს. ეს კი დაპირისპირებას წარმოშობს. ქრისტიანები და მუსლიმები განსხვავებული წესით იკრძალებიან, გასნხვავებულად ითხრება საფლავები. ქრისტიანებს საფლავზე სასმელი შეაქვთ, მუსლიმებში კი ეს იკრძალება, ამიტომ მათი გვერდი–გვერდ დასაფლავება რელიგიური დოგმატიკის მხიედვით არ შეიძლება“, – ამბობს მამუკა ვაშაყმაძე

მისივე თქმით, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით დავა გაგრძელდა იგი გემგეობასთან გუბერნიასთან და სხვა ორგანოებთან თანამშროლობას აღარ აპირებს: „გაზაფხულზე მომხდარის გამო გადადგომას ვაპირებდი და თუ ასე გაგრძელდა, ამ გადაწყვეტილებას სისრულეში მოვიყვან, პოზიციას დავტოვებ“.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
ეკა ბესელია: ‘ადიგენში სასაფლაოს საკითხი თვითმმართველობამ უნდა მოაგვაროს’
ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
დაიწყო თუ არა ადიგენის გამგეობამ მუსლიმების  სასაფლაოს საკითხის შესწავლა
ადიგენში სასაფლაოს  საკითხს რელიგიის სააგენტო განიხილავს
სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის
მამა ანთიმოზი: ‘მივცეთ მუსლიმებს საშაულება ცალკე სასაფლაო გააკეთონ’