FM97.5 / LIVE

პოლონეთის ფონდი კონკურსის გამარჯვებულ რეგიონული მედიასაშაუალებებს გამოავლენს

მთავარისაზოგადოება 10.10.2015
დღეს, 10 ოქტომბერს, პოლონური ფონდი „ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი“, საქართველოში პარტნიორ ორგანიზაცია „კავკასიიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, საქართველოს რეგიონული მედიის გამომცემლებსა და ჟურნალისტებს დააჯილდოებს.

პოლონეთის ფონდი კონკურსის გამარჯვებულ რეგიონული მედიასაშაუალებებს გამოავლენს
ფოტო გასული, 2014 წლის დაჯილდოების ცერემონიალიდან

რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის კონკურსი ოთხ კატეგორიაში იმართება: საუკეთესო ვებვერდი; საუკეთესო ვიდეომასალა ვებგვერდზე; საუკეთესო ფოტოსურათი ვებგვერდზე და საუკეთესო News-ი ვებგვერდზე.

ოთხივე კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს პრიზები ადგილებისა და თემატიკის მიხედვით გადაეცემათ. პრიზებს შორისაა: ლეპტოპები პროგრამებით, პლანშეტები, ფოტოაპარატები და ინტერნეტის ერთი წლის საფასური.

კონკურსი ორგანიზებულია ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთისა და კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის მიერ შემდეგი პროექტის ფარგლებში: „საქართველოს ადგილობრივი მედია გაზეთები მობილურ სინამდვილეში".

პროექტი დაფინანსებულია შემდეგი პროგრამების ფარგლებში: პოლონეთის რესპუბლიკის საგარეოსაქმეთა სამინისტროს 2015 წლის თანამშრომლობის განვითარების პროგრამა „დემოკრატიის მხარდაჭერა“ და თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამა „ცვლილებები რეგიონში“ - RITA, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისთვის.

ჟიურის შემადგენლობაში არიან: მარჩინ ბანკ - პროექტის მთავარი ტრენერი; პიოტრ კრიშიაკი - პოლონური ადგილობრივი გაზეთების გამომცემელი; იაროსლავ ბაბიცკი - პოლონური ადგილობრივი გაზეთების გამომცემელი, ქართული ადგილობრივი გაზეთებისთვის განხორციელებული პროექტების ექსპერტი; კონსტანტინე სტალინსკი - დიზაინერი, ინფორმატიკოსი და პროგრამისტი, „საქართველოს ადგილობრივი გაზეთები მობილურ რეალობაში“ პროექტის ექსპერტი და ალიცია მოლენდა - პოლონური ადგილობრივი გაზეთების „პშელომ“ გამომცემელი, ადგილობრივი გაზეთების ასოციაციის თავჯდომარე, ქართული ადგილობრივი გაზეთებისთვის გახორციელებული პროექტების ექსპერტი.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია თბილისში, 15:00 საათზე გაიმართება.

პოლონურმა ფონდმა მსგავსი კონკურსი გასულ წელსაც გამართა. 2014 წელს „სამხრეთის კარიბჭემ“ საუკეთესო სტატიისთვის პირველი ადგილი აიღო და საჩუქრად ლეპტოპი მიიღო. ვებგვერდის განსაკუთრებული ინტერაქტიურობისთვის კი გამოცემის მთავარი რედაქტორი პოლონეთში, ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პოლონური ფონდი რეგიონულ მედიასაშუალებებს დააჯილდოებს
პოლონეთის ჯილდო  „სამხრეთის კარიბჭეს“
პოლონეთის ფონდის კონკურსში, პირველი ადგილი ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ფოტოს ერგო
საბა 2020 დაიწყო ®
'საქართველოს რკინიგზა' წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა[R]
პოლონური გამოცდილება „სამხრეთის კარიბჭეში“
პოლონური გამოცდილება „სამხრეთის კარიბჭეში“