FM97.5 / LIVE

პოლონეთის ფონდის კონკურსში, პირველი ადგილი ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ფოტოს ერგო

მთავარისაზოგადოება 10.10.2015
პოლონურმა ფონდმა „ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი“ მედიაკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. საუკეთესო ფოტოს კატეგორიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ ფოტომ პირველი ადგილი აიღო.

პოლონეთის ფონდის კონკურსში, პირველი ადგილი ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ფოტოს ერგო

საუკეთესო ფოტოსთვის „სამხრეთის კარიბჭემ“ საჩუქრად ფოტოაპარატი მიიღო. კონკურსში თამუნა უჩიძის ფოტომ გაიმარჯვა – „იჯარეთელები ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ“.

ფოტო 2015 წლის 18 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ იჯარეთშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს ადგილობრივებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრთა დაპირისპირება. სოფლის მცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოხატავენ სტიქიის საკომპენსაციოდ დარიგებული პროდუქტის არათანაბრად გადანაწილების გამო.

„ძლიან დინამიკური და ტექნიკურად გამართული ფოტოა“, – განაცხადა დაჯილდოებისას პროექტის ავტორმა აგნეშკა ნოვინსკამ.

პოლონეთის ფონდის კონკურსში, პირველი ადგილი ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ფოტოს ერგო
კონკურსში გამარჯვებული "სამხრეთის კარიბჭეს" ფოტო

მედიაკონკურსში ოთხი კატეგორია იყო.

კატეგორიაში: საუკეთესო News – ჯილდო „კახეთის ხმას“ ერგო. საუკეთესო ფოტოს გამარჯვებული „სამხრეთის კარიბჭეა“, საუკეთესო ვიდეოს კატეგორიაში „ჩემი ხარაგაულის“ ვიდეომ გაიმარჯვა, ყველაზე ინტერაქტიული ვებგვერდის კატეგორიაში კი პირველი ადგილი „სპექტრმა“ მიიღო.

ამავე კატეგორიებში დამატებითი პრიზებიც გაიცა. ფოტოს კატეგორიაში პრიზი „ოკრიბა ნიუსმა“ მიიღო, ვიდეოს კატეგორიაში „გურია ნიუსმა“ და „კახეთის ხმამ“.

გარდა ამისა, სპეციალური პრიზები მიიღეს გაზეთებმა „სვანეთი“ და „მთავარი სამეგრელოში“. ასევე სპეციალური პრიზი, ტაბლეტი ერგო საჩუქრად ლუკა კიკიას, სამეგრელოდან. ლუკამ პრიზი პირადად მიიღო, როგორც კონკურსის და ზოგადად პროექტის, ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებულმა მონაწილემ. დამატებითი პრიზები გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტებმა: ნინო კაპანაძემ და შოთა ლომიძემაც მიიღეს და სამახსოვროდ პლანშეტები გადაეცათ.

კონკურსის დებულების მიხედვით, ყველა პრიზი მედიასაშუალებას ეკუთვნის.

„კონკურსის მიზანია, გაუწიოს ტექნიკური და შინაარსობრივი ხელშეწყობა გამომცემლობებს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კონკურსში 13 მედიასაშუალება მონაწილეობდა. ამათგან 9 პოლონეთში სტაჟირებაზე გაემგზავრება. სტაჟირებაზე მიწვეულ მედიებს წელს, გასული წლისგან განსხვავებით, კონკურსი არ გაუვლიათ, ისინი ორგანიზატორებმა კონკურსს გარეშე, თავად შეარჩიეს. პოლონეთში სტაჟირებაზე მიწვეულია „სამხრეთის კარიბჭეც“.

შეგახსენებთ, გასულ წელს "სამხრეთის კარიბჭემ" ამავე კონკურსში პირველი ადგილი აიღო საუკეთესო სტატიის კატეგორიაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პოლონეთის ჯილდო  „სამხრეთის კარიბჭეს“
პოლონეთის ფონდი კონკურსის გამარჯვებულ რეგიონული მედიასაშაუალებებს გამოავლენს
'სამხრეთის კარიბჭეს' სტატიამ ქარტიის პრიზი მიიღო
'სამხრეთის კარიბჭეს' ფოტომ ევროკავშირის პრიზი მიიღო [Photo]
სამცხე–ჯავახეთში სასკოლო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
წაღვერის სკოლის მასწავლებელს ეროვნული ბიბლიოთეკის პრიზი გადაეცა
მუსხში მცხოვრებ 'მარო ბებოს' ტრადიციული რეწვის კონკურსში მეორე ადგილი მიენიჭა