FM97.5 / LIVE
">

'საქართველოს რკინიგზა' წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა[R]

მთავარისიახლე, რეკლამა 13.11.2018
"საქართველოს რკინიგზა" პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის გამარჯვებული, წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორის ნომინაციაში გახდა.

'საქართველოს რკინიგზა' წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა[R]

პროფესიული განათლების კვირეული დასრულდა. გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ.

დაჯილდოების ცერემონიას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები ესწრებოდნენ.

"საქართველოს რკინიგზა სრულად იზიარებს სახელმწიფო პოლიტიკას პროფესიული განათლების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ, სწორედ ამიტომ დავაარსეთ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი. სადაც ისწავლება 8 ახალი სასწავლო პროგრამა და მისი მეშვეობით საქართველოში ინერგება დუალური სწავლების მეთოდი, რაც გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლას. მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზა არის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და ძალიან გვეამაყება რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სარკინიგზო კოლეჯი საქართველოს რკინიგზას პროფესიულ კადრებს მოუმზადებს", - აღნიშნა სს "საქართველოს რკინიგზის" კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ.

"პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო" ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება პროექტის პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის - ISWD Project ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ. კონკურსის მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზებაა.

"პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა ოთხი გამარჯვებული, რომლებიც გაემგზავრებიან გერმანიაში და მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო პროგრამაში. ისინი ასევე დაესწრებიან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო გამოფენას. იმედი გვაქვს მსგავსი პროექტები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას საქართველოში", - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში, რკინიგზის სატრანსპორტო კოლეჯში, ღია კარის დღე გაიმართა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლობა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სიმულატორებს, ტექნიკურ აღჭურვილობას და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში
სამცხე–ჯავახეთში სკოლების რეაბილიტაცია იწყება
საშემოდგომო მიღება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში [R]
სამეწარმეო სწავლების გაძლიერება არაფორმალურ განათლებაში  [R]
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ კონკურსს იწყებს
საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გაიხსნა [R]
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო