FM97.5 / LIVE

მერია: თანამშრომელი, რომელმაც ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა

მთავარიპოლიტიკა 09.10.2015
ახალციხის მერია „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა ალექსანდრე ჭაღიაშვილმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მერია: თანამშრომელი, რომელმაც ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა

„ალექსანდრე ჭაღიაშვილი ნამდვილად მუშაობს ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში, თუმცა, დღევანდელ ინციდენტს, რაც ადგილობრივი მედია საშუალებებით გავრცელდა, არანაირი კავშირი არ აქვს მის სამსახურეობრივ უფლებამოსილების შესრულებასთან. ინციდენტის ადგილზე ის იმყოფებოდა ოჯახის წევრის სტატუსით“, – აცხადებენ ახალციხის მერიაში.

შეგახსენებთ, დღეს, 9 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ალექსანდრე ჭაღიაშვილმა, „სამხრეთის კარიბჭესა“ და ტელეკომპანია „მე–9 არხის“ ჟურნალისტებს, რომლებიც ახალციხეში, ერთ–ერთ ქუჩაზე მომხდარ ხანძარს აშუქებდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, კამერების დამტვრევით დაემუქრა და ადგილის დატოვება მოსთხოვა.

მომხდარზე „სამხრეთის კარიბჭემ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ ჭაღიაშვილი იმ ოჯახის სიძეა, ვის სახლშიც სათავსო იწვოდა. შემთხვევის ადგილას იგი ნამდვილად არ იმყოფებოდა სამსახურებრივი სტატუსით, თუმცა, ეს მას არ აძლევს უფლებას ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის თანამშრომელმა ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა [Video]
ოხანაშვილი: 'ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა'
ბორჯომში 31 წლის კაცმა ყოფილი ცოლი მოიტაცა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
„ნაციონალების“ აქტივისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
‘მე მგონი ვიღაც აქტივისტობას იბრალებს’ –‘ლელო’ ბაკურიანში მომხდარ ინციდენტზე
შსს: ახალციხეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ
ახალქალაქის საოლქო კომისიის წევრი:‘თავმჯდომარემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა’