FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიის თანამშრომელმა ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა [Video]

მთავარიპოლიტიკა, საზოგადოება 09.10.2015
ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა ალექსანდრე ჭაღიაშვილმა, „სამხრეთის კარიბჭესა“ და ტელეკომპანია „მე–9 არხის“ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „სამხრეთის კარიბჭე“ სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს დაინტერესდნენ მომხდარით.

ახალციხის მერიის თანამშრომელმა ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა [Video]

შემთხვევა დღეს, 9 ოქტომბერს, ღამით, დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. „სამხრეთის კარიბჭეს“ გადამღები ჯგუფი ახალციხეში, ახალციხელის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს იღებდა. „სამხრეთის კარიბჭე“ დაზარალებულ მიშა მამუკაშვილთან ინტერვიუს იწერდა, რა დროსაც ჟურნალისტს ალექსანდრე ჭაღიაშვილი მიუახლოვდა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

„ხელს რატო უშლით მუშაობაში“, – ხმამაღლა მიმართა ჭაღიაშვილმა ჟურნალისტს და ჟურნალისტის ნათქვამზე: „მე რატო გიშლით, გვერდზე ვდგავარ, ხელს რატო გიშლით“, – გააგრძელა: „მე მიშლით ხელს, რა დროს მაგ კითხვების დასმაა“.

„დამპლებო, უნამუსოებო, რა დროს გადაღებაა, გაეთრიეთ აქედან. რა დროს მაგ კითხვების დასმაა“, – ამ სიტყვებით მიმართა ჭაღიაშვილმა ადგილობრივი ტელეკომპანია „მე–9 არხის“ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ასევე აშუქებდნენ მომხდარს და კოლეგის დაცვა სცადეს.

ჭაღიაშვილმა ჟურნალისტებისთვის ხელისშეშლა ამის შემდეგაც რამდენჯერმე სცადა.

„რა მომეცი? კაცს რომ ველაპარაკები უნდა გადაიღო? გაეთრიეთ აქედან... დაგამტვრევთ მაგ კამერებს“, – მიმართა ჟურნალისტს, რომელიც მობილური ტელეფონით ხანძრის გადაღებას ცდილობდა.

„ა ეგ გადაიღე, რომ მეორე მანქანა არ არის“, – განმეორებით მიაყენა ჭაღიაშვილმა შეურაცხყოფა ჟურნალისტებს და ხელი ჰკრა.

შემთხვევას შეესწრნენ სამართალდამცველებიც, თუმცა, მათ ჟურნალისტების დაცვა არ უცდიათ.

„სამხრეთის კარიბჭემ“ მოახერხა მობილური ტელეფონით ხელის შეშლის ამსახველი კადრების ნაწილი გადაეღო.

გთავაზობთ ვიდეომასალებს:







გარდა ამისა, არსებობს ხელის შეშლის მცდელობის დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერებიც, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში „სამხრეთის კარიბჭე“ გადასცემს სამართალდამცავ უწყებებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ალექსანდრე ჭაღიაშვილი დაზარალებულების ახლობელია. შემთხვევის დროს იგი იქ არ იმყოფებოდა, მერიის თანამშრომლის სტატუსით, თუმცა, ეს მას არ ათავისუფლებს საჯარო მოხელის თმენის ვალდებულებისგან.

აღსანიშნავია, რომ ეს ახალციხის მერიის თანამშრომლების მხრიდან ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის პირველი მცდელობა არ არის. „სამხრეთის კარიბჭე“ იმედს იტოვებს, რომ ყველა კომპეტენტური უწყება დაინტერესდება მომხდარით.

მომხდარზე ინფორმაცია უკვე გაავრცელა ტელეკომპანია "მე–9 არხმაც".

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მერია: თანამშრომელი, რომელმაც ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა
გარემოს დაცვის თანამშრომლისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტზე მიკროავტობუსის მძღოლი დააჯარიმეს
MDF: მედიასაშუალებების რამდენიმე წარმომადგენელს მუშაობაში ხელი შეეშალა
‘სამხრეთის კარიბჭე’ აცხადებს სტაჟირებას ჟურნალისტებისთვის
‘სამხრეთის კარიბჭე’ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ჟურნალისტებისთვის
„სამხრეთის კარიბჭე“ სამუშაოდ იწვევს მოქალაქე ჟურნალისტებს
‘სამხრეთის კარიბჭემ’ მოქალაქე ჟურნალისტების გადამზადება დაიწყო