FM97.5 / LIVE

‘მე მგონი ვიღაც აქტივისტობას იბრალებს’ –‘ლელო’ ბაკურიანში მომხდარ ინციდენტზე

მთავარისიახლე 15.01.2020
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრი თამარ კირვალიძე ამბობს, რომ დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირი, მათი აქტივისტი არ არის.

‘მე მგონი ვიღაც აქტივისტობას იბრალებს’ –‘ლელო’ ბაკურიანში მომხდარ ინციდენტზე

„ჩვენი წარმომადგენელი არაა, საერთოდ არ გვყავს ზესტაფონში ეგეთი წარმომადგენელი. მე მგონი ვიღაცა იბრალებს. არ ვიცნობთ, არც მე და არც ჩემი კოლეგები“, - ამბობს კირვალიძე.

დღეს, 14 იანვარს ბაკურიანში „ქართული ოცნების“ დეპუტატს ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

პარლამენტის წევრი, ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა, სადაც ერთ-ერთმა პირმა, ვახტანგ რობაქიძემ, მას შეურაცხყოფა მიაყენა.

ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ინფორმაციით, პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა, რომელიც ამჟამად "ლელოს" აქტივისტია.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რუსთავი 2: ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე თავდასხმა მოხდა
ოხანაშვილი: 'ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა'
ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული პატიმრობაში რჩება
დეპუტატის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ვახტანგ რობაქიძეს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა
დეპუტატის შეურაცხყოფასა და მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე თავისუფალია
‘ოხანაშვილს ვუთხარი, რომ ქვეყნის მოღალატეა’ - რობაქიძე 'ოცნების' დეპუტატთან მომხდარ ინციდენტზე
სახალხო დამცველი: მინდა დავგმო ოხანაშვილსა და მის შვილებზე ვერბალური თავდასხმა