FM97.5 / LIVE

ახალქალაქის კოლეჯი რეორგანიზაციის მოლოდინში

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.10.2012
მოსალოდნელი რეოგრანიზაციის შესახებ ახალქალაქის კოლეჯს ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. სასწავლებელი მუშაობას ჩვეულ რიტმში აგრძელებს

ახალქალაქის კოლეჯი რეორგანიზაციის მოლოდინში
საქართველოს მთავრობის 416-ე დადგენილების მიხედვით, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - კოლეჯის რეორგანიზაციის შედეგად 2012 წლის 1 ნოემბრამდე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიუნდა ჩამოყალიბდეს.

კოლეჯის რექტორი, პროფესორი როინ ყავრელიშვილი ამბობს, რომ ცვლილებების შესახებ მათთვის ოფიციალურად ჯერ არ უცნობებიათ.
`ბრძანების თანახმად, გაერთიანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს. ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით, არანაირი წერილი არ მიგვიღია. ეს ჯერჯერობით მხოლოდ გადაწყვეტილების დონეზე რჩება. ამ ეტაპზე ჩვეულებრივ ვმუშაობთ~, - აცხადებს იგი.

საკითხი ახალქალაქისა და ახალციხის უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ჯერჯერობით ღიად რჩება. არც კოლეჯისა და არც ახალციხის უნივერსიტეტის რექტორი ამ დრომდე, როცა დადგენილებაში აღნიშნულ ვადამდე 10 დღე რჩება, ოფიციალურად ინფორმირებულნი არ არიან. ამასთან, რეორგანიზაციისა და ახალი უმაღლესის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება წინა მთავრობამ მიიღო, მოახდენს თუ არა მის რეალიზებას ახალი მთავრობა – ეს კითხვაც ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.

დადებით გავლენას იქონიებს თუ უარყოფითს რეორგანიზაცია ახალქალაქის კოლეჯზე, როინ ყავრელიშვილს შეფასება უჭირს. თუმცა, ამბობს, რომ ამით კოლეჯის სტატუსი ამაღლდება.

ახალციხის კოლეჯში აქტიური სტუდენტების რიცხვი, რომლებიც მეცადინეობებს მუდმივად ესწრებიან, 45-ით განისაზღვრება. თუმცა, სიებში ცოტა მეტი ადამიანი ირიცხება. სტუდენტთა 90% ადგილობრივია.

ახალქალაქის კოლეჯს აკრედიტაცია 2012 წლის 8 იანვრამდე აქვს. აკრედიტაციის გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით კოლეჯში კომისია იყო ჩამოსული, რომელიც, რექტორის თქმით, კმაყოფილი დარჩა. თუმცა, აკრედიტაციის გაგრძელების გადაწყვეტილების შესახებ კოლეჯში არაფერი იციან.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის კოლეჯში კურსების გახსნას ელოდებიან
ამოცანა პირველი - სტუნდენტების რაოდენობის გაზრდა

უნივერსიტეტი  სამინისტროს  დირექტივებს ელოდება
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
უმაღლესი სასწავლებელი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება  არ უნდა იყოს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
უნივერსიტეტის თანამშრომლები ხელფასს ვერ ღებულობენ