FM97.5 / LIVE
ახალქალაქის კოლეჯში კურსების გახსნას ელოდებიან

ახალქალაქის კოლეჯში კურსების გახსნას ელოდებიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 26.10.2012
ახალქალაქის უმაღლეს კოლეჯში რკინიგზის მესამე ხარისხის გადამზიდველთა სასწავლო კურსები არსებობს, თუმცა, კურსების გახსნის საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება

ახალქალაქის კოლეჯში კურსების გახსნას ელოდებიან
ახალქალაქში, თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მსხვილი სარკინიგზო სადგური შენდება. მშენებლობაზე ძირითადად ჩამოსული სპეციალისტები მუშაობენ. როგორც კი სადგური ამუშავდება, ცხადია, რკინიგზის მომსახურე პერსონალის აუცილებლობა გაჩნდება.
ახალქალაქის კოლეჯის ხელმძღვანელობამ ბაზრის შესწავლის შედეგად სარკინიგზო გადაზიდვების სასწავლო პროგრამის შექმნა გადაწყვიტა.

კოლეჯის რექტორის, პროფესორ როინ ყავრელიშვილის თქმით, ამ პროგრამის გარდა, კიდევ რვა პროგრამა აქვთ დაწერილი: რკინიგზაზე მომუშავე სპეციალისტების, ელექტრიკოსებისა და შემდუღებელთა მომზადებისა და კიდევ რამდენიმე სხვა. ამ პროგრამების სააკრედიტაციო ცენტრში წარდგენას მომავალი წლისთვის გეგმავენ.

"დაახლოებით 20-30 მსურველი აბიტურიენტი გვყავდა, ამიტომ პროგრამა დავწერეთ და განათლების სამინისტროს ვაცნობეთ. ეს უბრალოდ ჩვენი სურვილი იყო. ვიფიქრეთ, რომ თუ ასეთი პროგრამები გვექნება და კურსებს რკინიგზის სპეციალისტთა მიმართულებით გავხსნით, მეტი სტუდენტი გვეყოლება", - ამბობს იგი.

კოლეჯის პროგრამით, ამ კურსებზე სწავლება ცხრათვიანი უნდა ყოფილიყო და ვაუჩერული სისტემით უნდა წარმართულიყო.ახალქალაქში ასეთ კურსებზე მოთხოვნა დიდია, რადგან ბევრი უმუშევარი ამაში ხანგრძლივი და საიმედო სამსახურის შოვნის შესაძლებლობას ხედავს. ახალქალაქის მოსახლეობამ "სამხრეთის კარიბჭის" ახალქალაქის ოფისსაც კი მიმართა კოლეჯში მსგავსი კურსების არსებობისა და ამ კურსებზე მოხვედრის შესაძლებლობის საკითხთან დაკავშირებით.

თუმცა კოლეჯს აღნიშნული საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტის შესაძლებლობა არ აქვს. კოლეჯში რკინიგზის მესამე ხარისხის გადამზიდავთა სასწავლო პროგრამის გასახსნელად მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ არსებობს. ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამაში მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, საწინააღმდეგო შემთხვევაში კურსების გახსნას ვერ შეძლებენ, რადგან კოლეჯს საკმარისი ფინანსური სახსრები არ გააჩნია.

ასეთი კურსების გასახნელად კოლეჯს უნდა ყავდეს კვალიფიციური პედაგოგები, სპეციალისტები, რომლებსაც საქმე ეცოდინებათ, შესაბამისი განათლებაც ექნებათ და სწავლებასაც შეძლებენ. როინ ყავრელიშვილის თქმით, რაიონში 3-4 სპეციალისტი მოინახა, თუმცა, კოლეჯში მუშაობაზე ყველა არ დათანხმდა.

კოლეჯის ხელმძღვანელობამ ამ კურსების გახსნის საჭიროების თაობაზე საქართველოს მთავრობასა და განათლების სამინისტროს წერილობით და სიტყვიერადაც აცნობა.

მათ იმედი აქვთ, რომ 2013 წელს მთავრობა კურსებს დააფინანსებს, თუმცა, დღეს ეს, ისევე როგორც ბევრი სხვა საკითხი ახალი მთავრობის ფორმირებისა და მათი გადაწყვეტილებების მოლოდინში, შეჩერებულია.

`ჩვენ ეს პროცესი სანახევროდ გავიარეთ. ახლა, თუ ახალი მთავრობა აღნიშნულ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს, 2013 წელს სტუდენტების მიღებას დავიწყებთ. საკითხი ჯერჯერობით შეჩერებულია, არ ვიცით, ახალი მთავრობა რას გადაწყვეტს. ჩემი ბრძოლა ამაოა, თუ სახელმწიფო პრიორიტეტულად მიიჩნევს, თუ მოთხოვნას დაინახავენ, თავად გახსნიან. მათ ეს ინფორმაცია აქვთ. ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა და ჩვენგან ინფორმაციას კიდევ ერთხელ მიიღებენ~, - ამბობს რექტორი როინ ყავრელიშვილი.

ახალი მთავრობა მალე საბოლოოდ ჩამოყალიბდება. მალე ისიც გაირკვევა, რა სტატუსით და ფორმით გააგრძელებს კოლეჯი ფუნქციონირებას. იქნება თუ არა სარკინიგზო სადგურზე მუშაობისთვის მოქლაქეების მომზადების საშუალება კოლეჯში, (რომელიც, 1 ნოემბრიდან ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უივერსიტეტს უნდა შეუერთდეს და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტად ჩამოყალიბდეს), მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის კოლეჯი რეორგანიზაციის მოლოდინში
საშემოდგომო მიღება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ®
საშემოდგომო მიღება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში [R]
შპს 'მარაბდა-კარწახის რკინიგზასა'  და ა(ა) იპ 'სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს'  შორის  ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი ®
საქართველოს რკინიგზა გამცილებლებს ინგლისურ ენაში გადაამზადებს ®

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საგაზაფხულო მიღებას აცხადებს [R]
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პირველი სტუდენტები [R]