FM97.5 / LIVE
უნივერსიტეტის თანამშრომლები ხელფასს ვერ ღებულობენ

უნივერსიტეტის თანამშრომლები ხელფასს ვერ ღებულობენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 12.12.2012
სამცხე-ჯავახეთის სახლემწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებს გასული თვის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ

უნივერსიტეტის თანამშრომლები ხელფასს ვერ ღებულობენ
სამცხე-ჯავახეთის სახლემწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 100-ზე მეტი თანამშრომელი უხელფასოდაა. გასული თვის ხელფასი მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.

’ბევრ თანამშრომელს კრედიტი აქვს გადასახდელი, ძაილან ცუდ დღეში ვართ ყველა, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახლემწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უმცროსი სპეციალისტი მადონა ბლუაშვილი, - კომუნალურ გადასახადებს ვერ ვიხდი, 15-ში გაზს გამითიშავენ, 18-19-კი ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის ბოლო ვადა. გამითიშავენ შუქსაც და გაზსაც’.

ბლუშავილის თქმით, სასწავლებლის ადმინისტრაცია ხელფასების დაგვიანებას უნივერსიტეტის რეორგანიზაციით ხსნის: ’რადგან ახალქალაქის სასწავლებელიც შემოგვიერთეს, ყველაფერს ამას აბრალებენ. მერე თქვეს რეორგანიზაციის გამო ჯერ სასწავლებელს ბეჭედი არ აქვსო’.

სამცხე-ჯავახეთის სახლემწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, რომელიც ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯის შეერთების შედეგად ჩამოყალიბდა, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია 27 ნოემბერს გაიარა.

’წესდების საფუძველზე, ჩვენ უკვე დავიწყეთ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ბიუჯეტის დამუშავება და გავგზავნეთ თბილისში. ხელმძღვანელობას რაც გვევალებოდა, ყველაფერი თავის დროზე გავაკეთეთ’, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ბიძინა მაისურაძე.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ახალი ბიუჯეტი დამკტკიცდეს, რეგენტთა საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს: ’როდესაც ახალი ბიუჯეტი დამტკიცდება, ჩვეულებრივ რიტმში ჩადგება უნივერსიტეტის ცხოვრება. როდის ჩატარდება ეს სხდომა არ ვიცი. შესაძლოა ბიუჯეტი დღესაც დაამტკიცონ’.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
„შესაძლოა უნივერსიტეტი პარალიზებული აღმოჩნდეს“
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ანაზღაურებას აპროტესტებენ
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გათბობა გაითიშა
უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო