FM97.5 / LIVE

განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების პროექტი უმცირესობების ინტეგრაციისთვის

მთავარიპოლიტიკა 11.09.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებით, ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინეტგრაციას შეუწყობს ხელს.

[sknews.ge]განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების პროექტი უმცირესობების ინტეგრაციისთვის

მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლობა განხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ პროექტის − „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში II“ − ფარგლებში და ითვალისწინებს შემდეგს:„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა“ ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მოსახლეობისა და მოქმედი საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისათვის ქართული ენის სწავლებას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივ თემებში (განსკუთრებით, სასოფლო დასახლებებში) სამოქალაქო ინტეგრაციის, სათემო განვითარების, მოქალაქეთა საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ენის სრულყოფილად დაუფლების, საზოგადოებრივი ცენტრების მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას.

„ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ადმინისტრაციულ პროცედურებში უკეთ განსწავლულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭება და ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა. შესაბამისად, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისათვის მომზადდება ადმინისტრაციული პროცესის სრულყოფასა და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სპეციალური სასწავლო პროგრამები, რომლის სწავლებასაც ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უზრუნველყოფს“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს
ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან
ომბუდსმენი: 'ეროვნული უმცირესობები გარკვეული დოზით ინფორმაციულ ვაკუუმში არიან'
ნინოწმინდას  ქართველი მწერლები ესტუმრებიან
ფოკის საზოგადოებრივი ცენტრი - ყველაფერი ერთ სივრცეში
ჟვანიას სკოლის პროგრამების პრეზენტაცია ახალციხეში
ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შესწავლას უფასოდ შეძლებთ