FM97.5 / LIVE

რუსთავში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გამგეობა დაეხმარა

მთავარისაზოგადოება 16.10.2015
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ლომიძეებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამშენებლო მასალების შესაძენი თანხა გამოუყვეს, გამგეობის თანამშრომლები კი ჰიგიენური საშუალებებითა და პროდუქტებით დაეხმარნენ.

რუსთავში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გამგეობა დაეხმარა

სურსათი, ჰიგიენური ნივთები და ტანისამოსი გამგეობის თანამშრომლებმა ლომიძეებს უკვე გადასცეს.

სოფელ რუსთავში მცხოვრები ლომიძეებისთვის საურსათი და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რამდენიმე დღე გროვდებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა შეგროვილი ნივთები ლომიძეების ოჯახს 13 ოქტომბერს გადასცეს.

გარდა სხვადასხვა ნივთებისა, დაზარალებული ოჯახისთვის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 2.495 ლარი გამოიყო, აღნიშნული თანხით, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეიძინა სამშენებლო მასალები: 154 კვადრატული მეტრი გადასახური მასალა, ( მოთუთიებული თუნუქის ფურცლები პროფილის ფორმის) 1 489 ლარის ღირებულების, 28 კვადრატული მეტრი მოთუთიებული თუნუქის ფურცელი 270 ლარის და 3,2 ტონა ცემენტი, ღირებულებით 736 ლარი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაზარალებულ ოჯახს გაწმენდით სამუშაოებში ტექნიკითაც ეხმარება. გაწმედითი სამუშაობის შემდეგ ლომიძეები სახლის მშენებლობას დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მცხოვრებ ლომიძეებს სახლი 5 ოქტომბერს, ღამით დაეწვათ. ხანძრის შედეგად ყველაფერი განადგურდა. 5–სულიანი ოჯახი დროებით თავს საჯარო სკოლის შენობაში აფარებს.

რუსთავში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გამგეობა დაეხმარა

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის გამგეობა ნაქალაქევში ხანძრისგან დაზარალებულებს  დაეხმარა
მოხეში ხანძრისგან დაზარალებულ შავაძეებს გამგეობა თუნუქით და ცემენტით დაეხმარა
სოფელ რუსთავში, ხანძრის შედეგად, ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [Photo]
ახალციხის გამგეობამ 70 ოჯახს სამშენებლო მასალები გადასცა
გამგეობა სტიქიით დაზარალებულებს სამშენებლო მასალებით დაეხმარა
‘ტიტველი ბავშვები ლოგინიდან წამოვყარე და ფანჯრიდან გამოვყარე’ – ხანძარი რუსთავში [Video]
ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია დაეხმარება