FM97.5 / LIVE

ტარიელ ლონდარიძე: თვითკმაყოფილი უმრავლესობა ნამდვილად ვერ არგებს ქვეყნის მომავალს [Video]

მთავარიპოლიტიკა 01.10.2015
„ვეკითხები ჩემს ასპინძელებს, დასრულდა გაზიფიცირება? არ დასრულებულა. დაიწყო, რომელიმე სოფლის გაზიფიცირება? არ დაწყებულა“, – საპარალმენტო უმცირესობის წევრი, ასპინძის მაჟორიტარი, უმრავლესობას მოუწოდებს დაინტერესდეს რა მდგომარეობაა რეგიონებში.

ტარიელ ლონდარიძე: თვითკმაყოფილი უმრავლესობა ნამდვილად ვერ არგებს ქვეყნის მომავალს [Video]

„იქნებ თქვენც დაინტერესდეთ და ჩახედოთ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, თქვენს ამომრჩეველს და კითხოთ, რატომ არიან ისინი ასეთ მდგომარეობაში. ნუთუ მართლა გჯერათ იმის, რომ რეგიონებში ცხოვრება დუღს და 2012 წელზე კარგად მიდის, უკეთესი შემოსავალი აქვთ და უკეთესი სიმდიდრე შეიძინეს ამ სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ტარიელ ლონდარიძემ.

მან უმრავლესობას მოუწოდა, რომ „თავი გამოყონ შენობებიდან“ და ჩავიდნენ რეგიონებში: „იქნებ რაიმე იმედი მაინც მისცეთ მათ, თუ რა ელით მომავალ მეოთხე წელს თქვენი ხელისუფლების პირობებში. ასეთი თვითკმაყოფილი უმრავლესობა ნამდვილად ვერ არგებს ქვეყნის მომავალს“.



მისივე თქმით, მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა ასპინძის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

„სამი წელია ენერგეტიკის სამინისტროსგან ველით და გაზიფიცირების პროცესი ვერ დაასრულეს ერთ პატარა დაბაში. სამი წელია ვიღებ წერილებს, რომ სექტემბერში დასრულდება. ვეკითხები ჩემს ასპინძელებს, დასრულდა გაზიფიცირება? არ დასრულებულა. დაიწყო, რომელიმე სოფლის გაზიფიცირება? არ დაწყებულა. დაასრულა ამ ხელისუფლებამ სამი წლის განმავლობაში სასმელი წყლით უზრუნველყოფა, არ დაუსრულებია, ასპინძის მოსახლეობა ისევ დაბინძურებულ წყალს მოიხმარს“, – განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ და დაამატა, რომ დროა უმრავლესობა გონზე მოვიდეს და იგრძნოს, რომ ხელისუფლებაშია.


[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტარიელ ლონდარიძე - ”ვირჩევთ მომავალს!”
ადიგენში გაზიფიცირება გაგრძელდება
ასპინძის, ბორჯომისა და ახალქალაქის ხმებისთვის  ‘ნაციონალებიდან’ ტარიელ ლონდარიძე იბრძოლებს
ტარიელ ლონდარიძე: „ოლქების გაერთიანება ამომრჩევლის უკმაყოფილებას იწვევს“
ზურაბ ჩილინგარაშვილი: "იმიტომ ხომ არ ისჯება ადიგენი, რომ ის ვანო მერაბიშვილის რაიონია?!"
ვალეში გაზიფიცირება შეწყვეტილია
ტარიელ ლონდარიძე: „ვერ ვხედავთ საჭიროებას ვანო მერაბიშვილი წინასწარ დაკავებაში იმყოფებოდეს“