FM97.5 / LIVE

ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, 120 ათასზე მეტი ნერგი დარგეს

მთავარიეკონომიკა 01.10.2015
ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, 80 ჰექტარზე დაირგო 120 ათასზე მეტი მუხის, ფიჭვისა და ნაძვის ნერგი. 60 ჰექტარზე სამუშაოები ჩატარდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითრების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო 20 ჰექტარზე - ავსტრიის მთავრობის დახმარებით.

ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, 120 ათასზე მეტი ნერგი დარგეს

გუშინ, 30 სექტემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბორჯომის რაიონში იმყოფებოდა, სადაც გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილესთან შომბი შარპისთან ერთად, პროექტის - „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა" შედეგებს ადგილზე გაეცნო.

პროექტი, ფინეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2010 წლიდან ხორციელდება და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის მასივის აღდგენას ითვალისწინებს. 2008 წელს ხანძრის შედეგად ბორჯომის ხეობაში 950-მდე ჰა ფართობი დაზიანდა, აქედან სრულად განადგურდა 250 ჰექტარი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 80 ჰექტარზე დაირგო 120 ათასზე მეტი მუხის, ფიჭვისა და ნაძვის ნერგი. 60 ჰექტარზე სამუშაოები ჩატარდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითრების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო 20 ჰექტარზე - ავსტრიის მთავრობის დახმარებით.

გაიხსნა საცდელი სასკოლო სანერგე, რომელიც ნორჩი მეტყევეების განათლებას ემსახურება და ნერგებით ამარაგებს ტყის აღდგენით სამუშაოებს.

გუშინვე გიგლა აგულაშვილმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ შომბი შარპმა, ეკოკლუბელებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

ღინისძიებას გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორისა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აგრძელებს ნახანძრალი ტყის კრიტიკული მონაკვეთების აღდგენით სამუშაოებს და მომდევნო 5 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს აღდგენილი ფართობების მოვლა-პატრონობას“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, ბორჯომის ტყეში ხანძარი 2008 წელს გაჩნდა.

ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, 120 ათასზე მეტი ნერგი დარგეს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ხეობაში ტყეების აღდგენა დაიწყო
ბორჯომში აგვისტოს ომის დროს გადამწვარი ტყის აღდგენა მიმდინარეობს
ბორჯომში 2008 წლის ომის დროს  გადამწვარი ტყის ამსახველი ფოტო–გამოფენა გაიმართა
ბორჯომში ხანძრით დაზიანებულ ტყეში 73 000 ნერგს დარგავენ
ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, ახალგაზრდებმა 500 ნერგი დარგეს [Photo]
ბორჯომის ნახანძრალ ტყეში 80 ათასამდე ნერგი დაირგო
ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენა დაიწყო