FM97.5 / LIVE
ბორჯომის ხეობაში ტყეების აღდგენა დაიწყო

ბორჯომის ხეობაში ტყეების აღდგენა დაიწყო

მთავარიეკონომიკა 11.11.2013
ხანძრიდან 5 წლის შემდეგ, ბორჯომში გადამწვარი ტყის აღდგენა იწყება. 16 ჰექტარზე მეტ ფართობზე 22,500 ნერგი დაირგვება.

ბორჯომის ხეობაში ტყეების აღდგენა დაიწყო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის ხეობაში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად განადგურებული ტყეების აღდგენას იწყებენ. წიწვოვანი და შერეული ტყის საფარის აღსადგენად, 16 ჰექტარზე მეტ ფართობზე, 22,500 სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგვება.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, მოსამზადებელი სამუშაოები ორი თვის წინ, 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. დამწვარი ხის ნარჩენებისა და ბუჩქებისგან 120 ათასი კვადრატული მეტრი გაიწმინდა, ნიადაგი მომმზადდა ნერგების დასარგავად და თესლის დასათესად. ამ დროისთვის უკვე დარგულია 17 ათასი ნერგი და დათესილია 60 კგ თესლი.

ინიციატივა საქართველოს მთავრობის, ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

ამასთან დაკავშირებით, ხვალ, 12 ნოემბერს, 11:00 საათზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გაეროს განვითარებს პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი და ფინეთის ელჩი საქართველოში ქრისტერ მიხელსონი ეწვევიან. ღონისძიებას აგრეთვე დაესწრებიან ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ბერიძე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსანტები და კადეტთა ლიცეუმის კადეტები.

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, 120 ათასზე მეტი ნერგი დარგეს
ბორჯომში აგვისტოს ომის დროს გადამწვარი ტყის აღდგენა მიმდინარეობს
ბორჯომში 2008 წლის ომის დროს  გადამწვარი ტყის ამსახველი ფოტო–გამოფენა გაიმართა
ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენა დაიწყო
ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება
ბორჯომის ნახანძრალ ტყეში 80 ათასამდე ნერგი დაირგო
ბორჯომში ხანძრით დაზიანებულ ტყეში 73 000 ნერგს დარგავენ