FM97.5 / LIVE

ბორჯომში ხანძრით დაზიანებულ ტყეში 73 000 ნერგს დარგავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.10.2019
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრით დაზიანებული ტყის მასივის აღდგენა გაგრძელდება. 2018 წლის შემოდგომასა და 2019 წლის გაზაფხულზე ბორჯომის ხეობაში 282 730 ნერგი 144 ჰექტარზე დაირგო.

ბორჯომში ხანძრით დაზიანებულ ტყეში 73 000 ნერგს დარგავენ

2008 – 2017 წლებში ხანძრის შედეგად ბორჯომის ხეობაში ტყის მასივი 943 ჰექტარზე განადგურდა.

ჩატარებული ნიადაგური და გეოლოგიური კვლევების შედეგად, მომზადდა პროექტი, რომლის მთავარი მიზანი ბორჯომის ბუნებრივი ტყისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებაა.

მრავალეტაპიანი პროექტი 234 ჰა ფართობზე ტყის აღდგენითი სამუშაოების გატარებას და ნარგავების მოვლა-პატრონობას გულისხმობს.

პირველი ეტაპის ფარგლებში, 2018 წლის შემოდგომასა და 2019 წლის გაზაფხულზე 144 ჰა ფართობზე დაირგო 282 730 ნერგი.

მეორე ეტაპი 2019 წლის შემოდგომის სეზონზე დაიწყება და დამატებით 73 000 ნერგის დარგვას გულისხმობს.

მესამე ეტაპი, 2020 წელს, 105 ჰა ფართობზე ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენას მოიცავს.

ბორჯომის ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებში, გარდა ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევე-სპეციალისტებისა, აქტიურადაა ჩაერთული ადგილობრივი მოსახლეობა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება
ბორჯომის ნახანძრალ ტყეში 80 ათასამდე ნერგი დაირგო
ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენა დაიწყო
ბორჯომის ნახანძრალ ტყეში შემოდგომით 400 000 ნერგს დარგავენ
ბორჯომში 35 ათასამდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო
ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, 120 ათასზე მეტი ნერგი დარგეს
ბორჯომის ტყიდან ქერქიჭამიასგან დაზიანებული ხეები გამოაქვთ