FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

მთავარისაზოგადოება 25.09.2015
დღეს, 25 სექტემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თავისუფალ თემაზე გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა და საჩუქრები გადასცა.

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ თავისუფალ თემაზე გამოცხადებულ კონკურსში სხვადასხვა ავტორის 9 ფოტო იყო წარმოდგენილი. აქედან სპეციალურად მიწვეულმა ჟიურიმ სამი ფოტო შეარჩია. პირველ ადგილზე გასული ფოტოს ავტორს, მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ციფრული ფოტოაპარატი გადაეცა, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს კი სამახსოვრო სუვენირები.

გამგეობამ კონკურსი, დაახლოებით, ერთი თვის წინ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოაცხადა. მასში მონაწილეობა, ნებისმიერი ასაკის მსურველს შეეძლო.

„ფოტოკონკურსი გამგეობის „ფეისბუქ“ გვერდზე გვქონდა გამოცხადებული, ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში განცხადებები გამოვაკარით“– ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი მაია სხირტლაძე.

პირველ ადგილზე გასვლა და ციფრული აპარატის მოპოვება, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში მცხოვრებმა მარიამ გაჩეჩილაძემ შეძლო. როგორც თვითონ ამბობს, გამარჯვებას არ ელოდა.

„ფოტოზე სოფელ ზიკილიის მოსახვევია ასახული. ეს მოსახვევი ცნობილი ავარიებით გახდა, ამიტომ მინდოდა, რომ ეს ადგილი სულ სხვა რაკურსით მეჩვენებინა საზოგადოებისთვის “– ამბობს პირველ ადგილზე გასული მარიამ გაჩეჩილაძე.

მეორე ადილზე სოფელ კლდეში მცხოვრები მარიამ წიქარიშვილი, მესამეზე კი სოფელ წყორძიდან ნიკა ასლანიძე გავიდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა აღნიშნული ღონისძიების საჩუქრებისთვის 250 ლარი დახარჯა.

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

[ ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 8 თვეში კულტურული ღონისძიებებისთვის 15,648 ლარი დახარჯა
ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
მინი ფეხბურთის ჩემპიონატში გამარჯვება "დელტამ" მოიპოვა
ახალციხის გამგეობამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე აღუნიშნა
ახალციხის  გამგეობა თავისუფალ თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს
ახალციხის თემში მოსწავლეებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა