FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია ახალგაზრდების გენდერული განათლებით დაინტერესდა

მთავარისაზოგადოება 17.12.2015
გენდერული ბალანსი, ადრეული ქორწინება და ოჯახური ძალადობა, – ახალციხეში ახალგაზრდების გენდერული ცნობიერების ასამაღლებლად, შეხვედრა მოეწყო.

ახალციხის  მერია ახალგაზრდების გენდერული განათლებით დაინტერესდა

დისკუსია ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალციხის მერიისა და ახალციხის ქალთა ოთახის მენეჯერის ორგანიზებით შედგა. შეხვედრას ქალთა ოთახის ხელმძღვანელი ნინო რუხაძე გაუძღვა.

მისი თქმით, შეხვედრის მოწყობის იდეა მერიას გაუჩნდა: „ რეგიონის მასშტაბით ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნიციპალიტეტს ამ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრის მოწყობის სურვილი გაუჩნდა“.

გენდერული თემატიკის ზოგადი მიმოხილვის შემდეგ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს აჩვენეს ფილმი „ხმა ამოიღეთ!“

„ხმა ამოიღეთ“ არის დოკუმენტური ფილმი ქალთა მიმართ ძალადობაზე. ფილმი რეალურ ამბებზე, რეალურ თავგადასავლებზე მოგვითხრობს.
"ხმა ამოიღეთ" გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებშია გადაღებული.
„პრობლემური თემები განვიხილეთ, საინტერესო რჩვევები და ბევრი ინფორმაცია მივიღეთ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლემ ანანო მოსეშვილმა.

შეხვედრა ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით შედგა. როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა, მარინა გოგოლაძემ აღნიშნა, მსგავს შეხვედრებს მერიის კულტურის სამსახური მომავალშიც გეგმავს: „დიდი სურვილი გვქონდა, რომ ეს შეხვედრა გამართულიყო. ძალიან საინტერესო გამოვიდა, მომავალში მეტი სიხშირით გავმართავთ“.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ხმა ამოიღეთ'! – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
დისკუსია – ამომრჩეველ ქალთა საჭიროებები [ანონსი]
‘შშმ პირების უფლებების დაცვა’ – დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [Video]
ახალციხეში გენდერული ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ფემინიზმი, ძალადობა, კვოტირება – დისკუსია ახალციხეში
‘ქალები, როგორც ამომრჩევლები’ – დისკუსია ახალციხეში
ახალციხელ ახალგაზრდებთან ქალთა უფლებებზე შეხვედრა გაიმართა