FM97.5 / LIVE

ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ – ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე

მთავარისამართალი 21.09.2015
ახალციხის რაიონულ სასამართლოში იმ სამი პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, რომლებიც შსს–ს ინფორმაციით 26 ივლისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირებს დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ.

ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ – ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე

წინასასამართლო სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყო. პროცესის დაწყებამდე, ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლოს შენობასთან მშვიდობიანი აქცია გამართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ სამართლიან მართლამსაჯულებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები სასამართლოს სხომასაც ესწრებიან.

როგორც ადვოკატმა მაიზერ ბაბლუანმა განაცხადა, რომელიც სამივე ბრლდებულს დაიცავს, დღეს სასამართლო პროცესზე ბრალდებულები განაცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ და სომხეთში პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვენ.

„ისინი გარეთ რომც გამოვიდნენ, ამ ქვეყანაში თავისუფალი ცხოვრების საშუალებას მაინც არ მისცემენ“, – ამბობს ადვოკატი.

მაიზერ ბაბლუანმა ბრალდებულების პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით 10 აგვისტოს სომხეთის საელჩოს უკვე მიმართა. გარდა ამისა, ბრალდებულები და ადვოკატი სამართალდამცველებს უფლებამოსილების გადამეტებაში, ცემასა და წამებაში ედავებიან. მათი განცხადებით, ერთ–ერთ ბრალდებულს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები პოლიციაში დაემუქრნენ, რომ მის თვალწინ მის ფეხმძიმე ცოლს გააუპატიურებდნენ. ფიზიკური ზეწოლის ფაქტები, ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზითაც დადასტურდა.

მაიზერ ბაბლუანმა პოლიციელების ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით გენინსპექციას მიმართა და როგორც იგი აცხადებს, თბილისმა საქმე სამცხე–ჯავახეთის პროკურატურას გადმოუგზავნა.

„ვისაც ვადანაშაულებთ, საქმე გამოსაძიებლად იმას გამოუგზავნეს“,– ამბობს ბაბლუანი.

იგი პოლიციის თანამშრომლებს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაშიაც ადანაშაულებს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ძიება ცემის ფაქტზე 333–ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 2015 წლის 26 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მომხდარზე ძიება სსკ–ის 108–ე მუხლით მიმდინარეობს. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, სამივე მათგანი მკვლელობაში ბრალდებულებს დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ.

ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ – ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე

[თამუნა უჩიძე, თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ახალციხეში 37 წლის წინანდელი სასამართლოა’– ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე
ბრალდებები სამართალდამცველების მისამართით – ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე
ახალქალაქში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი დააჯარიმეს
მაიზერ ბაბლუანი მოწმე პოლიციელზე: ‘მოწმემ დღეს იცრუა და  ფიცი გატეხა’
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმე სრულდება
ქეთევან ხმალაძის საქმეში ბრალდებულების შესაძლო ცემის ფაქტს პროკურატურა იძიებს
‘ჩემი ცემის დროს, მანდ არ იყავი, როცა იარაღს პირში მიშვერდი?' – ბრალდებული პოლიციელს სასამართლო დარბაზში