FM97.5 / LIVE

ახალქალაქში შუახნის მამაკაცი მოკლეს

მთავარისამართალი 27.07.2015
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მომხდარზე ძიება სსკ–ის 108–ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალქალაქში შუახნის მამაკაცი მოკლეს
ადგილობრივების თქმით, მკვლელობა გუშინ, 26 ივლისს დღისით მოხდა. გარდაცვლილი ა.ს. გზაზე ამავე სოფელში მაცხოვრებლებმა ნახეს. მათივე განცხადებით, შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.

გარდაცვლილი სოფელ ხანდოს მკვიდრია. იგი, როგორც ადგილობრივები გვიხსნიან, ორჯას გავლით, სწორედ თავის სოფელში, სახლში მიდიოდა.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი, უცნობია.

"რუსეთში დადიოდა სამუშაოდ, ამბობენ, რომ იქ ჰქონდა პრობლემები", – აცხადებენ ადგილობრივები პირად საუბრებში.

მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან 15 წლამდე.

[თამუნა უჩიძე ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ არალში შუახნის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს
სოფელ ხეოთში შუახნის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს
ახალციხეში შუახნის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს
ადიგენში, სოფელ უდეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ასპინძაში, ნიალის მთაში  გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
სოფელ სახუდაბელში შუახნის მამაკაცმა თავი მოიკლა
მკვლელობა  ნინოწმინდაში