FM97.5 / LIVE

ბრალდებები სამართალდამცველების მისამართით – ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე

მთავარისამართალი 21.09.2015
გაუპატიურების მუქარა, ცემა, წამება და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ბრალდებებისა, რაშიც დაცვის მხარე პოლიციას ადანაშაულებს; დაცვის მხარის დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობები და მტკიცებულებები, რომელთა დასაშვებობაზეც სასამართლო პროცესზე იმსჯელეს;

ბრალდებები სამართალდამცველების მისამართით – ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე

ახალციხის რაიონული სასამართლო ნინოწმინდელების საქმეს, რომლებსაც ბრალს მკვლელობაში ბრალდებულების დახმარებისთვის სდებენ, დაახლოებით ოთხი საათის განავლობაში იხილავდა.

წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოში განსახილველი მტკიცებულებების ნუსხა ჯერ პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა წარადგინა. ბრალდებულების იგიტიანის, ნალბანდიანისა და კარაპეტიანის ადვოკატმა მაიზერ ბაბლუანმა კი განაცხადა, რომ ქომოშვილის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი სასამართლოს დაუშვებლად უნდა ეცნო. დაუშვებელ მტკიცებულებათა ნუსხაში დაცვის მხარემ სხვა მტკიცებულებებთან ერთად რიგი მოწმეებისა და ასევე ბრალდებულების დაკითხვის ოქმები ჩამოთვალა.

მისი განცხადებით, ბრალდებულები კანონის დარღვევით დააკავეს, ჩვენებები კი ცემითა და წამებით მიიღეს: „იგიტიანს დაემუქრნენ, რომ მის ფეხმძიმე მეუღლეს გააუპატიურებდნენ. ნალბანდიანს კი სამხარეო სამმართველოში ცემისა და ბათქა–ბუთქის შემდეგ აგინეს, – „შენი სომეხი დედაო“. ამიტომ მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები არ შეიძლება, რომ მტკიცებულებად ჩაითვალოს. ბრალდებულები იმ პოლიცილებს, რომლებიც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამოიცნობენ“.

ნალბანდიანი რომ ნაცემია, ეს ბაბლუანის განცხადებით, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზითაც დადასტურდა, თუმცა, აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოში განსახილველ მტკიცებულებათ ნუსხაში არ მოხვედრილა. პროკურორმა ეს საჭიროდ არ ჩათვალა, ადვოკატმა კი როგორც განმარტა, რადგან ეს მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულება იყო, მიიჩნია, რომ სადავო აღარაფერია და პროკურატურამ ამით ნალბანდიანის ცემის ფაქტი, ფაქტობრივად აღიარა.

ბრალბრალდებები სამართალდამცველების მისამართით – ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე

დების მხარის მტკიცებულებების ნუსხის შემდეგ, სასამართლოში განსახილველი მტკიცებულებები დაცვის მხარემ წარადგინა. თუმცა, მას შემდეგ რაც ბაბლუანმა ნუსხა ჩაიკითხა, პროკურორმა განაცხადა, რომ აღნიშნული მტკივებულებები მას წინა სასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე გადაეცა, თუმცა, კანონდარღვევით. ქომოშვილი ბაბლუანს 4 საათში მოედავა: მისი განმარტებით ბაბლუანს პროკურატურისთვის მტკიცებულებები 16 სექტებერს, 12 საათამდე უნდა გაეცვალა, თუმცა მან დოკუმენტები პროკურატურაში 16:00 საათზე მიიტანა.

მოსამართლემ პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნუსხა სრულად დაამტკიცა, ბაბლუანის მტკიცებულებები კი დაუშვებლად ცნო.

ამის შემდეგ სასამართლომ ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა. დაცვის მხარის განცხადებით, საქმეზე ყველა მტკიცებულება უკვე მოპოვებულია და მათ განადგურებას საფრთხე აღარ ემუქრება. გარდა ამისა, იგიტიანს, კარაპეტიანსა და ნალბანდიანს ბრალი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედებათ.

„თუ აქედან გასვლის შემდეგ ესენი სადმე წავლენ, ეს საქართველოში სომხეთის საელჩო იქნება, რომ სომხეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვონ. ამიტომ გთხოვთ, პატიმრობის სანაცვლოდ გამოიყენოთ გირაო 5000 – 5000 ლარის ოდენობით“, – განაცხდა პროცესზე ბაბლუანმა.

მას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. ქომოშვილის განცხადებით, მართალია, აკოფიანის მკვლელობის საქმეზე ძიება ცალკე მიმდინარეობს, მაგრამ შესაძლოა მკვლელობაში ბრალდებულებთან მათ კავშირი ჰქონდეთ და მიიმალონ.

მოსამართლემ ადგილზე თათბირით დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ასევე, არ დააკმაყოფილა ბაბლუანის შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ საქმეზე არსებითი განხილვა არ გაგრძელებულიყო და ბრალდებულების სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო.

„ვინც დაიკითხებიან, ისინი ცრუ მოწმეები არიან, მათ დღეს აგულიანებენ, რომ ჩვენება არ გადათქვან, თორემ დაიჭერენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები სასამართლოში დაასახლებენ იმ პირებს, რომლებიც მათ წამებას ახორციელებდნენ, ჩვენ დანაშაულს არ დავიბრალებთ, რომელიც არ ჩაგვიდენია“, – განაცხადა ბაბლუანმა პროცესის დასრულების შემდეგ და დაამტა, რომ მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება.

პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ზეწოლის ფაქტების შესახებ კთხვებზე პასუხს კი „სამხრეთის კარიბჭე“ ამ დრომდე ელოდება.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან სარქის აკოფიანი მოკლეს. მომხდარზე ძიება სსკ–ის 108–ე მუხლით მიმდინარეობს. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, სამივე მათგანი მკვლელობაში ბრალდებულებს დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა.

ბრალდებები სამართალდამცველების მისამართით – ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი დააჯარიმეს
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმე სრულდება
‘ახალციხეში 37 წლის წინანდელი სასამართლოა’– ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე
ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ – ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე
სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილისა და ახალგაზრდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
ადვოკატი: ბრალდებულს ჩვენება გამოსძალეს
ბრალდებული სასამართლო პროცესზე: ჩემი დაკითხვის ოქმზე სხვისი ხელმოწერაა