FM97.5 / LIVE

‘ჩემი ცემის დროს, მანდ არ იყავი, როცა იარაღს პირში მიშვერდი?' – ბრალდებული პოლიციელს სასამართლო დარბაზში

მთავარისამართალი 20.11.2015
დღეს, 20 ნოემბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ახალქალაქში მოკლული ავტორიტეტის, სარქის აკოფიანის საქმეზე სამი მოწმე დაკითხეს. აქედან ერთ–ერთი, ყოფილი დეტექტივ გამომძიებელი ლევან ზარიძე, ბრალდებულმა ცემაში და არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულა.

‘ჩემი ცემის დროს, მანდ არ იყავი, როცა იარაღს პირში მიშვერდი?' – ბრალდებული პოლიციელს სასამართლო დარბაზში

ახალციხის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზე ჩანიშნული სხდომა, ნახევარი საათით გვიან, ბრალდებულების ადვოკატის დაგვიანების გამო დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარეს სამი მოწმე, წალკის რაიონის ინსპექტორ–გამომძიებელი, წალკის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი, ასევე შსს–ს სამცხე–ჯავახეთის კადრების განყოფილების თანამშრომელი ლევან ზარიძე ჰყავდა წარდგენილი.

წალკის ინსპექტორ–გამომძიებლებმა მამედ აბულაევმა და მარად კეკელიძემ იმ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ჩაატარეს. კერძოდ, მათ მანქანის დათვალიერებასა და მკვლელობის ადგილიდან, რამდენიმე დღეში, შემთხვევით აღმოჩენილ სარქის აკოფიანი მანქანის ნომერზე ისაუბრეს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს, ის გამომძიებელიც ჰყავდა წარდგენილი, რომელიც სარქის აკოფიანი მკვლელობის დროს, სამცხე–ჯავახეთის მთავარ სამმართველოში დეტექტივ–გამომძიებლად მუშაობდა.

მაშინდელმა დეტექტივ– გამომძიებელმა ლევან ზარიძემ, აკოფიანის საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა. ზარიძის თქმით, მან ბრალდებული იგიტიანი დაკითხა და მეორე ბრალდებულის, კარაპეტიანის დაკვებაში მონაწილეობდა.
ლევან ზარიძის დაკითხვას ბრალდებულის, ა. იგიტიანის გაღიზიანება მოჰყვა. იგიტიანმა გაცხადა, რომ მისი მოსმენა არ სურდა, თუმცა პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა ზარიძის დაკითხვა კვლავ გააგრძელა.

ზარიძემ განაცხადა, რომ იგიტიანი ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე საკუთარი ნებით მივიდა: „სამმართველოში მოსვლის დროს, მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა. ალბათ მანამდე ჰქონდა ეს დაზიანებები მიღებული. დაკითხვა მშვით ვითარებაში მიმდინარეობდა. დაკითხვის შემდეგ დავაკავეთ და იზოლატორში გადავიყვანეთ“.

ზარიძე მონაწილეობდა კარაპეტიანის დაკავებაშიც. მან განაცხადა, რომ დაკავების დროს კარაპეტიანმა წინააღმდეგობა გაუწია და მცირე დაზიანებები მიიღო.

–„თქვენ ემუქრებოდით თუ არა იგიტიანს გადატენილი იარაღით, ასევე აგინებდით და პარკით გუდავდით?“– ჰკითხა ზარიძეს ბრალდებულის ადვოკატმა, მაიზერ ბაბლუანმა.

– „მსგავსი რამ არ მომხდარა, წყნარ ვითარებაში მიმდდინარეობდა დაკითხვა“, – უპასუხა ზარიძემ.

– "ჩემი ცემის დროს, მანდ არ იყავი, როცა იარაღს პირში მიშვერდი?" – ჰკითხა ზარიძეს ბრალდებულმა იგიტიანმა.

–„ არა, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა“– განცხადა, ლევან ზარიძემ.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა 2 საათს გაგრძელდა. პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატმა, მაიზერ ბაბლუანმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა იგიტიანმა ის პოლიციის თანამშრომელი ამოიცნო, რომელმაც იგი აწამა.

„იგიტიანმა ამოიცნო ზარიძე, რომელიც ბრალდებულს იარაღს პირში თხრიდა, აგინებდა და ცელოფნის პარკით მოგუდვას ცდილობდა. დღემდე დაკითხული 10 მოწმიდან ბრალდებულებს ზარიძის გარდა არცერთზე უთქვამთ, რომ რომელიმემ აწამა. ის რაც იგიტინმა თქვა, არის სიმართლე, რადგან მან, ზუსტად ის პირი ამოიცნო, რომელმაც აწამა“, – განაცხადა ბრალდებულების ადვოკატმა მაიზერ ბაბლუანმა.

შეგახსენებთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი სარქის აკოფიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან, 26 ივნისს, დღისით ჩაცხრილეს. რამდენიმე დღის შემდეგ, სამართალდამცველებმა სოფელ განძაში, კარაპეტიანი, იგიტიანი და ნალბანდიანის დააკავეს. სამივე მათგანს სსკ–ის 376–ე მუხლით ედება ბრალი, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ნალბანდიანს კი გარდა 376–ე მუხლისა, ბრალს 353–ე მუხლით, პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმისთვისაც სდებენ.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში შემდეგი პროცესი 2 დეკემბერს,13:00 საათზეა ჩანიშნული.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაიზერ ბაბლუანი მოწმე პოლიციელზე: ‘მოწმემ დღეს იცრუა და  ფიცი გატეხა’
ბრალდებული სასამართლო პროცესზე: ჩემი დაკითხვის ოქმზე სხვისი ხელმოწერაა
რითი ამოიცნო მოწმემ ახალქალაქში მკვლელობის საქმეში ბრალდებული
სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ბრალდებულს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს
ადვოკატი: ბრალდებულს ჩვენება გამოსძალეს
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმეზე გამომძიებლები დაკითხეს
ჩხუბი სასამართლოს ეზოში – ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმე [Video]