FM97.5 / LIVE

ახალქალაქში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი დააჯარიმეს

მთავარისამართალი 08.12.2015
ახლქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი მაიზერ ბაბლუანი სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა.

ახალქალაქში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი დააჯარიმეს
დღეს, 8 დეკემბერს კრიმინალური ავტორიტეტის, სარქის აკოფიანის მკვლელობის შემდეგ დაკავებული ნინოწმინდელების საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

პროცესი ბრალდებულების ადვოკატის მაიზერ ბაბლუანის განმარტებით დაიწყო. წინა სასამართლო სხდომა მისი გამოუცხადებლობის გამო ვერ ჩატარდა. როგორც ბაბლუანმა განაცხადა, იგი ამ დღეს საგამოძიებო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას: „საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, მოგეხსენებათ თბილისში ტერორისტების საქმე იხილება. მოსამართლეს დახურულ ფორმატში შემიძლია ამის შესახებ ავუხსნა, თუმცა იმის გამო რომ პროცესზე ვერ გამოვცხადდი მზად ვარ ჯარიმაც გადავიხადო“.

როგორც მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა განაცხადა, მათ ბაბლუანთან ტელეფონით დაკავშირება არა ერთხელ სცადეს, თუმცა მისი მობილური გამორთული იყო: „სასამართლო წინასწარ უნდა გაგეფრთხილებინათ“.

ჩიტაშვილმა ბაბლუანი 100 ლარით დააჯარიმა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს არცერთი მტკიცებულება არ გამოუკვლევია. პროკურორმა სასამართოში გარდაცვლილი სარქის აკოფიანის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, შესაბამისად სასამართლოში ექსპერტი დავით მერაბიშვილი უნდა დაეკითხათ. თუმცა აღნიშნული მტკიცებულება, დაცვის მხარემ უდავო გახადა. პროკურორმა კი სხვა მოწმე სასამართოში ვერ წარმოადგინა.

მომავალი სხდომა 14 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი სარქის აკოფიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან, 26 ივნისს, დღისით ჩაცხრილეს. რამდენიმე დღის შემდეგ, სამართალდამცველებმა სოფელ განძაში, კარაპეტიანი, იგიტიანი და ნალბანდიანი დააკავეს. სამივე მათგანს სსკ–ის 376–ე მუხლით ედება ბრალი, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ნალბანდიანს კი გარდა 376–ე მუხლისა, ბრალს 353–ე მუხლით, პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმისთვისაც სდებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადვოკატი: ბრალდებულს ჩვენება გამოსძალეს
ბრალდებული სასამართლოს ბოდიშს უხდის
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის
ბრალდებული სასამართლო პროცესზე: ჩემი დაკითხვის ოქმზე სხვისი ხელმოწერაა
რითი ამოიცნო მოწმემ ახალქალაქში მკვლელობის საქმეში ბრალდებული
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმეში გამართლებულების განაჩენს სააპელაციო განიხილავს