FM97.5 / LIVE

‘ყავის მომდუღებლების შტატებს ამატებთ?’– ხმაურიანი სხდომა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

მთავარიპოლიტიკა 16.09.2015
დღეს, 16 სექტემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე–13 სხდომა ხმაურით დაიწყო და ოპოზიციის პროტესტით დასრულდა.

‘ყავის მომდუღებლების შტატებს ამატებთ?’– ხმაურიანი სხდომა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

საკრებულოს სხდომაზე 10 საკითხი განიხილეს. აქედან ერთ–ერთი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანას ეხებოდა, კერძოდ 7 ახალი თანამშრომლის დამატებას.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით, ურაველში, ვალესა და სხვილისში, გამგებლის წარმომადგენლებს თანაშემწეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ემატებათ, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კი სპეციალისტი.
საკითხს საკრებულოს უმცირესობის პროტესტი მოჰყვა.

„თანამშრომლები რომ არ დავამატოთ, ვინც მუშაობენ ახლა, ისინი ვერ ასრულებენ ამ მოვალეობებს? იქნებ ამ შემადგენლობით ახერხებენ ეს უნიკალური თანამშრომლები მუშაობას? რატომ ამატებთ 7 შტატს? ვახალისებთ ამ ადამიანებს, თუ ყავის მომდუღებლებს ვიმატებთ? “– განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მაკა სუდაძემ.

ამ განცხადების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ წარმომადგენლებს თანაშემწეებს იმ სოფლებში უნიშნავენ, სადაც მოსახლეობა 2000–ზე მეტს აღწევს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სპეციალისტის დამატებით კი მეტი ადამიანი იქნება საქმის კურსში სოფლებში განვითარებულ მოვლენებზე.

ოპოზიციის პროტესტის შემდეგ საკრებულოს უმრავლესობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ ხმად მიიღო.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ენმ’–ს პროტესტი – დეპუტატებმა ახალციხის თემში მიმდინარე საკრებულოს სხდომა დაწყებამდე დატოვეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამ შტატს ამატებენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა უმცირესობის გარეშე
ახალციხის თემში საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო
უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიში უმცირესობის პროტესტის ფონზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის უფროსებს ნიშნავს