FM97.5 / LIVE

უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

მთავარიპოლიტიკა 24.07.2015
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უმცირესობის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის გამოც სხდომა ჩაიშალა.

უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა 10:30 საათზე იყო ჩანიშნული. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ გოგოლაძე უნდა გაძღოლოდა. თუმცა, იმის გამო, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები სხდომაზე არ გამოცხადდნენ, "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობისა და "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სხდომის დაწყებამდე დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის ხუთი დეპუტატი იმყოფებოდა. დაგვიანებით მივიდა კიდევ ორი დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი და სამველ ოვეიანი. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ მამუკა მიქელაძე და გელა პეტაშვილი სხდომას საპატიო მიზეზის გამო არ ესწრებიან.

მერის მოადგილე ზაზა გელაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ამას სპეციალურად აკეთებს. იგივეს ამბობენ, უმრავლესობის წარმომადგენლებიც.

თამარ გოგოლაძის თქმით, საკრებულოს სხდომა 15 წუთში განახლდება. დეპუტატებმა დღეს რვა საკითხი უნდა განიხილონ.

[თამარ თოთაძე, თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალაქ ახალციხის საკრებულოში ჩაშლილი სხდომა განახლდა
‘ენმ’–ს პროტესტი – დეპუტატებმა ახალციხის თემში მიმდინარე საკრებულოს სხდომა დაწყებამდე დატოვეს
ბორჯომში დაიწყო სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ
უმცირესობის პროტესტის ფონზე არჩეული კომიისიის თავმჯდომარე
ვინ იქნებიან ქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო
დეპუტატი თამარ გოგოლაძე ახალციხის მერიაში აუდიტის შესვლას ითხოვს