FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა უმცირესობის გარეშე

მთავარიპოლიტიკა 13.01.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა, რომელზეც სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების წინა საპროექტო წინადადებები უნდა განეხილათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა უმცირესობის გარეშე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს, 13 იანვარს გაიმართა. სხდომაზე ის წინა საპროექტო წინადადებები უნდა განეხილათ, რომელიც სოფლების: წყრუთი – ანის, წყრუთი – ჭვინთა – ელიაწმინდის, ტატანისი–სვირი–ბოგისა და ზიკილიის საავტომობილო გზებისა და მინაძე – ჭაჭარაქის სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეეხება.

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ნოდარ ბალახაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, რომ წინადადებების მოწონების შემთხვევაში პრიორიტეტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაუგზავნიდა. სამინისტროს მოწონების შემთხვევაში კი უკვე პროექტებს ძირითადად სამ წელიწადზე გადაანაწილებდა.

„წყრუთი–ანის საავტომობილო გზის 6–კილომენტრიანი მონაკვეთი 1.900.000 ლარის ღირებულებისაა. მიმდინარე წლისთვის ჩავსვით 600.000 ლარის სამუშაოები, 800.000–ის განხორციელდება მომავალ წელს, 500.000–ის კი 2017 წელს. ზიკილია 150.000 ლარის ღირებულებისაა და ერთ წელზე გავთვალეთ. ტატანისი–სვირი–ბოგის საავტომობილო გზაზე წელს დაიხარჯება 300.000, მომავალ წელს 700.000 და 2017 წელს მილიონი იქნება“, – განაცხადა ნოდარ ბალახაშვილმა.

აღნიშნული პროექტების განხილვის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კახაბერ მოდებაძემ განაცხადა, რომ პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდათ. დეტალური ინფორმაცია მხოლოდ სხდომის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მიიღეს, ამიტომ, „ნაციონალები“ სხდომის გადადებას ითხოვდნენ. ბალახაშვილი სხდომის გადადებას იმ მოტივით არ დაეთანხმა, რომ სამინისტროში ინფორმაციის გადაგზავნა გვიანდებოდა.

ბალახაშვილის განცხადების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს.

„მუდმივად ასე ხდება, ბიუროს სხდომა ტარდება საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, შესაბამისად, დოკუმენტაცის გაცნობის საშუალება არ გვეძლევა. დღესაც, ეს საკითხები, ბიუროს სხდომაზე ჩვენს წარმომადგენელს მიცეს და 15 წუთში სხდომა დაიწყო“, – ამბობს კახაბერ მოდებაძე.

„ნაციონალების“ პროტესტის მიუხედავად, საკრებულოს სხდომა გაგრძელდა. უმრავლესობამ საკითხს კენჭი უყარა და წარმოდგენილ წინადადებებს მხარი დაუჭირა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ემზადება
‘ენმ’–ს პროტესტი – დეპუტატებმა ახალციხის თემში მიმდინარე საკრებულოს სხდომა დაწყებამდე დატოვეს
უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
3 მლნ ლარი რვა პროექტისთვის – რა იგეგემება ახალციხის სოფლებში
‘ნაციონალების’ დეპუტატის პროტესტი საკრებულოს სხდომებს
‘ყავის მომდუღებლების შტატებს ამატებთ?’– ხმაურიანი სხდომა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
ქალაქ ახალციხის საკრებულოში ჩაშლილი სხდომა განახლდა