FM97.5 / LIVE

„ქართული ოცნება“ პარტიის რეორგანიზაციას იწყებს

მთავარიპოლიტიკა 12.09.2015
„ქართულმა ოცნებამ“ სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო სამზადისი დაიწყო. პარტია რაიონული ორგანიზაციების გადახალისებას გეგმავს. პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სამცხე–ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების აქტივს ორი დღის განმავლობაში, მედიისთვის დახურულ კარს მიღმა ესაუბრებოდნენ.

„ქართული ოცნება“ პარტიის რეორგანიზაციას იწყებს

„ქართულმა ოცნებამ“ სამცხე–ჯავახეთში შეხვედრები გუშინ, 11 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად შეხვედრა ახალციხელ წევრებთან, „ოცნების“ შტაბის შენობაში შედგა. ამ დღისთვის პარტიის შტაბის შენობა, რომელიც არჩევნების შემდგომ აღარ გაღებულა, დილიდან გააღეს. შენობაზე დილიდანვე დაკიდეს „ქართული ოცნების“ დროშებიც.

„ქართული ოცნება“ პარტიის რეორგანიზაციას იწყებს ორივე დღის განმავლობაში, გუშინაც და დღესაც, შეხვედრაზე თითქმის ყველა ის ადამიანი იყო, ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ არენაზე გამოჩენისთანავე მასთან რაღაც ფორმით ასოცირდა: წევრები, რომლებიც დღეს ადგილობრივ ხელისუფლებებში არიან, წამყვან თუ არაწამყვან პოზიციებზე; ძველი აქტივისტები, ისინი ვინც ჯერ კიდევ მაშინ დადიოდნენ „ქართული ოცნების“ დროშებით, ვიდრე პარტია პირველ არჩევნებს მოიგებდა და ხელისუფლებაში მოვიდოდა და ისინიც, ვინც ხელისუფლების შემცვლის შემდეგ სხვადასხვა პოზიციებზე ჯერ დანიშნეს, შემდეგ კი მოხსნეს, ან საკუთარი ნებით წავიდნენ.

ორივე დღის განმავლობაში შეხვედრები მედიისთვის დახურული იყო. ჟურნალისტებს მხოლოდ კადრების გადაღების უფლება მისცეს. აქტივისტებს დეტალებზე არც შეხვედრების დასრულების შემდეგ უსაუბრიათ. განსაკუთრებით უცნობი გუშინდელი შეხვედრის დეტალები დარჩა. დღეს კი შეხვედრიდან გამოსული ყველა წევრი ერთხმად აცხადებდა, რომ 2–საათიან თათბირზე პარტიის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„ქართული ოცნება“ პარტიის რეორგანიზაციას იწყებს დღევანდელი შეხვედრისგან განსხვავებით, რომელიც გაცილებით ხალხმრავალი იყო, გუშინ შეხვედრას ექსცესის გარეშე არ ჩაუვლია. ხმაური ახალციხის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ნანა გელაშვილის განცხადებას მოჰყვა. იგი შეეცადა პარტიის ხელმძღვანელი პირისთვის მისი სამსახურიდან გაშვების ისტორია მოეთხრო. გელაშვილს საუბარი ახალციხის მერმა შეაწყვეტინა, რასაც გელაშვილის მეუღლის, ასევე პარტიის აქტივისტის, რევაზ გოგოლაძის გაღიზიანება და მისი შეხვედრიდან გამოძევება მოჰყვა.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, გუშინ ორგანიზაციის სავარაუდო ხელმძღვანელების კანდიდატურებზე ისაუბრეს. თუმცა, მედიასთან ეს არავის დაუდასტურებია.

„ქართული ოცნება“ პარტიის რეორგანიზაციას იწყებს პირველი დღისგან განსხვავებით, კომენტარებზე უარი აღარ უთქვამთ დღევანდელი შეკრებიდან გამოსულ პარტიის წევრებს. თუმცა, ყველა ერთსა და იმავეს აცხადებდა.

„ქართული ოცნება“– დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა, განაცხადა, რომ საუბარი პარტიულ გეგმებს შეეხო. კობახიძემ მოსალოდნელი საკადრო სიახლეებიც დაანონსა და განაცხადა, რომ საოლქო ორგანიზაციებში ახალ თანამდებობის პირებს შეარჩევენ.

„მთავარია, რომ პარტია იწყებს არჩევნებისთვის მზადებას. ყველა ის ადამიანი, ვინც პარტიაშია, უნდა დაემორჩილოს პარტიის წესებს. ვისაც ეს არ ესმის, პარტიას დატოვებს“, – განაცხადა ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ.

გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს საკუთარ პრობლემებზე აღარ უსაუბრია ნანა გელაშვილს: „აქ მოვედი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, ის ძველი ხალხი, გარკვეული ჯგუფი, ვინც დღეს იგნორირებული ვართ, იქნებ ისევ ერთ გუნდად გავერთიანდეთ. ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნისა და პარტიის საკეთილდღეოდ“.

„ქართული ოცნება“ პარტიის რეორგანიზაციას იწყებს ასევე თავი შეიკავა პირად თემაზე საუბრისგან ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ლობჯანიძემ. მისი შეფასებით, ეს დაბოღმილი ადამიანის პოზიცია იქნებოდა.

„პარტია ახლებურად უდგება ყველაფერს, ახალი სტრუქტურები ყალიბდება, მუდმივი კავშირი გვექნება პარტიასთან და აღარ ვიქნებით მოწყვეტილი. ძალიან გვიჭირდა პარტიასთან ურთიერთობა, ზოგი ინფორმაცია ჭორის დონეზე მიდიოდა და ირეოდა მტყუან–მართალი“, – განაცახადა ლობჯანიძემ.

როგორც შეხვედრის დასრუელბის შემდეგ გახდა ცნობილი, ოქტომბერში „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს აირჩევენ. ამის შემდეგ კი პარტია წინასაარჩევნო სამზადისს ოფიციალურად დაიწყებს.

[ვარლამ წიკლაური, თამარ თოთაძე,
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ქართული ოცნების' დახურული შეხვედრა ახალციხეში  [Photo/Video]
‘ქართული ოცნების’ დახურული შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ახალციხეში „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრა მიმდინარეობს
'ქართული ოცნება' სამცხე-ჯავახეთში პარტიის თავმჯდომარეებს ნიშნავს
ახალციხეში, ‘ქართული ოცნების’ შტაბში, პარტიის წევრები იკრიბებიან
„ოცნებამ“ საარჩევნო სამზადისი დაიწყო – დახურული შეხვედრა ახალციხეში
ახალციხეში კახა კალაძეს ელოდებიან