FM97.5 / LIVE

'ქართული ოცნება' სამცხე-ჯავახეთში პარტიის თავმჯდომარეებს ნიშნავს

მთავარიპოლიტიკა 10.03.2014
ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეები უკვე აირჩიეს. უახლოეს ორ დღეში პარტიის დამფუძნებელი ყრილობები სამცხე-ჯავახეთის დარჩენილ მუნიციპალიტეტებშიც დაინიშნება.

'ქართული ოცნება' სამცხე-ჯავახეთში პარტიის თავმჯდომარეებს ნიშნავს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი კონფერენციები, ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში, გასულ კვირას ჩაატარეს. პარტიას ბორჯომში დიმიტრი ყიფიანი, ასპინძაში მამუკა მელიქიძე, ადიგენში კი ავთანდილ კაჭკაჭიშვილი უხელმძღვანელებენ.

დიმიტრი ყიფიანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეა, მამუკა მელიქიძე პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნამდეც პარტიას ხელმძღვანელობდა. ასევე პარტიის ხელმძღვანელი იყო ავთანდილ კაჭკაჭაშვილიც. იგი ამავდროულად სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეა.

„გუშინ პოლიტსაბჭო იყო, დღეს ან ხვალ შევიკრიბებით და გადავწყვეტთ როდის ჩავატაროთ დამფუძნებელი კონფერენციები ახალქალაქში, ახალციხესა და ნინოწმინდაში“, - ამბობს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი გია კარკაძე.

მისი თქმით, პარტიები ფუნქციონირებას ისევ იმ ოფისებში გააგრძელებენ, სადაც აქამდე კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისები იყო: „კონფერენციებზე გადაწყდება ვინ იქნებიან პარტიის თავმჯდომარეები ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ‘ოცნების’ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს
„ოცნება“ მესხეთში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს ირჩევს
ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა
ბიძინა ივანიშვილი  'ქართული ოცნების' თავმჯდომარედ  აირჩიეს
რაში ადანაშაულებს ასპინძაში კენჭისყრის მსურველი „ოცნების“ წევრებს
ახალციხეში ‘ქართული ოცნების’  პარტიული ყრილობა ჩატარდება
‘ოცნება’ პარტიის თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს