FM97.5 / LIVE

'ქართული ოცნების' დახურული შეხვედრა ახალციხეში [Photo/Video]

მთავარიპოლიტიკა 11.09.2015
არის თუ არა პარტია „ქართული ოცნება“ ორად გაყოფილი და ვინ არ მიიწვიეს დღევანდელ პარტიულ შეხვედრაზე. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმიდანარე დახურული შეხვედრა ისე დასრულდა, რომ პარტიის წევრებმა კომენტარი არ გააკეთეს.

'ქართული ოცნების' დახურული შეხვედრა ახალციხეში  [Photo/Video]

„ქართული ოცნების“ პარტიის ადგილობრივ წევრებთან შესახვედრად დღეს, 11 სექტემბერს ახალციხეში დიმიტრი ლეჟავა, პაატა გიორგიძე და კახა სამხარაძე ჩამოვიდნენ. შეხვედრა პარტიის ყოფილი შტაბის შენობაში შედგა და ის მედიისთვის დახურული იყო.

„ქართული ოცნების“ შტაბი შეხვედრის დასრულებამდე დატოვა ახალციხის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის წევრმა გოჩა ათოშვილმა.

'ქართული ოცნების' დახურული შეხვედრა ახალციხეში  [Photo/Video]მისი თქმით, შეხვედრაზე იმის გაჟღერება სურდა, რომ დღეს პარტია „ქართული ოცნება“ ახალციხეში ორადაა გაყოფილი, ე.წ. პირველ ნაწილში ის ადამიანები არიან, ვინც 2012–ში იბრძოდა და ზეწოლებს უძლებდა, მეორეში კი ისინი, ვისაც დღეს ადგილობრივი ხელისუფლება აბარიათ.

„მინდოდა ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა, რომ ძალიან მინდოდა ამ პარტიაში ყოფნა, მაგრამ იმ პიროვნებების გვერდით ყოფნა, რომლებიც დღეს ადგილობრივ თვითმმართველობაში მოვიდნენ, ჩემთვის მიუღებელია, – ამბობს გოჩა ათოშვილი და ამატებს, რომ ამის თქმა არ დასცალდა, რადგან პარტიის წარმომადგენლებმა თავიდანვე განმარტეს, რომ ვინც „ოცნების“ წევრი“ არ იყო, სხდომა დაეტოვებინა, – აღარ მივეცი თავს უფლება ეს მეთქვა და გამოვედი“.

'ქართული ოცნების' დახურული შეხვედრა ახალციხეში  [Photo/Video] ათოშვილის შემდეგ შეხვედრიდან გამოვიდა „ახალციხის ციხის“ ყოფილი დირექტორი ელგუჯა ბიჭაშვილი. მისი თქმით, „ის დაპირისპირება და დაძაბულობა, რაც დღეს პარტიაში და ახალციხეშია, სუს–ის ყოფილი უფროსის დავით ლომიძისა და ახალციხის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის ბრალია“.

ასევე სხდომის დასრულებამდე დატოვა შტაბი პარტიის ერთ–ერთმა აქტივისტმა რევაზ გოგოლაძემ. როგორც მან განაცხადა, მის მეღულეს, ახალციხის მერიის ყოფილ თანამშრომელს ნანა გელაშვილს ქალაქის მერთან შელაპარაკება მოუხდა.

სხდომის დასრულების შემდეგ კი თავად ნანა გელაშვილმა განმარტა: „ვთქვი, რომ განცხადება იძულებით დამაწერინეს და სამსახური დამატოვებინეს. ამას მოჰყვა ხმაური, დაპირისპირება არ ყოფილა“.

'ქართული ოცნების' დახურული შეხვედრა ახალციხეში  [Photo/Video] გელაშვილის განცხადებით, მან ასევე გამოთქვა გულისტიკივილი იმის შესახებ, რომ არც მას და არც პარტიის იმ წევრებს, რომლებიც მასთან ერთად 2012 წელს იბრძოდნენ, შეხვედრის შესახებ არ შეატყობინეს.

ვინ უწევდა შეხვედრას ორგანიზებას და რის მიხედვით მიიწვიეს პარტიის აქტივისტები, ამის შესახებ კომენტარის გაკეთება არავინ ისურვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ არც იქ განხილული საკითხების დეტალებზე ისაუბრეს.

'ქართული ოცნების' დახურული შეხვედრა ახალციხეში  [Photo/Video]ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ბესიკ ბლიაძემ შეკითხვაზე, იყო თუ არა მიწვეული შეხვედრაზე და საიდან შეიტყო დღევანდელი შეკრების შესახებ, გვიპასუხა: „თბილისიდან გავიგე“.

დიმიტრი ლეჟავამ კი განაცხადა, რომ დასწრება პარტიის წევრებისთვის თავისუფალი იყო და ვისაც სურდა დაესწრებოდა.
ხვალ ახალცხიეში პარტიის ლიდერს კახი კალაძეს ელოდებიან. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მასთან შეხვედრაც დახურული იქნება.



[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ქართული ოცნების’ დახურული შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
„ოცნებამ“ საარჩევნო სამზადისი დაიწყო – დახურული შეხვედრა ახალციხეში
ახალციხეში, ‘ქართული ოცნების’ შტაბში, პარტიის წევრები იკრიბებიან
ახალციხეში „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრა მიმდინარეობს
„ქართული ოცნება“ პარტიის რეორგანიზაციას იწყებს
ახალციხეში კახა კალაძეს ელოდებიან
'ოცნებამ' ახალციხეში პარტიის თავმჯდომარე აირჩია