FM97.5 / LIVE

ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შესწავლას უფასოდ შეძლებთ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 19.12.2017
იუსტიციის სამინისტროს 6 საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის კლუბები ამოქმედდება. ორსანტიის, ჩაქვის, დიდი ჯიხაიშის, კაბლის, წალკისა და ვალეს ახალგაზრდები ინგლისური ენის შესწავლას ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით შეძლებენ.

ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შესწავლას უფასოდ შეძლებთ
მემორანდუმის ხელმოწერა. ფოტო: იუსტიციის სამინისტრო


იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში ინგლისური ენის კლუბებს ბრიტანეთის საბჭო ხსნის. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის − „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მემორანდუმის თანახმად, ბრიტანეთის საბჭო საქართველოს 6 სოფელში ინგლისური ენის სწავლებისათვის იუსტიციის სამინისტროს სოფლად არსებულ თანამედროვე ინფრასტრუქტურას გამოიყენებს. აქ გაიხსნება ინგლისური ენის კლუბები, რომლებსაც ბავშვები სრულიად უსასყიდლოდ დაესწრებიან, ისარგებლებენ ცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინ რესურსებით, აუდიო- თუ ვიდეომასალით, მონაწილეობას მიიღებენ ინგლისური ენის კონკურსებში.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ექვსი საზოგადოებრივი ცენტრი სხვადასხვა ნიშნით შეირჩა: ორსანტია ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს, კაბალი და წალკა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონებია, დიდი ჯიხაიში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების ადგილია, ვალე სასაზღვრო ზონაში მდებარეობს, ჩაქვი კი, ტურისტულად აქტიური რაიონია.

„ინგლისური საზოგადოებრივი ჩართულობისა და დასაქმებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენერებისთვის დახელოვნების ორი კურსის ჩატარდება და 22 ინგლისური ენის მასწავლებელი დიდ ბრიტანეთში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის.

პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები საქართველოს მასშტაბით პედაგოგებს გადაამზადებენ, რაც ინგლისური ენის სწავლების ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს.

ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შესწავლას უფასოდ შეძლებთ
ვალეს საზოგადოებრივი ცენტრი. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა
ინგლისური ენის სპეციალისტის ვაკანსია ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია მიმდინარეობს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა მეოთხე კონფერენცია ჩატარდა
დღეს, 12:00 საათზე ინგლისური ენის შედეგები გამოქვეყნდება
შემაჯამებელი ღონისძიება ინგლისური ენის შემსწავლელთათვის
განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების პროექტი უმცირესობების ინტეგრაციისთვის