FM97.5 / LIVE

განახლებული კათოლიკური ტაძარი ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 19.10.2012
ხუთი საუკუნის შემდეგ აღმდგარი კათოლიკური ტაძრი და პირველი ჩაკეტილი კათოლიკური მონასტერი ახალციხეში

განახლებული კათოლიკური ტაძარი ახალციხეში
ახალციხეში კათოლიკე მრევლი წირვა-ლოცვებს ათული წლის შემდეგ, ტაძარში პირველად დაესწრება. რაბათში წმინდა ჯვრის სახელობის კათოლიკური ტაძარი აღდგა. თუმცა, მე-13 საუკუნის ეკლესია, რომელიც მოგვიანებით, მე-16 საუკუნეში განაახლეს და წლების განმავლობაში არა ერთხელ დაანგრიეს, მიმდინარე წლის ექვს ოქტომბერს სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრად ეკურთხა.

აქამდე კათოლიკე მრევლი ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე სალოცავად მოწყობილ ბინაში იკრიბებოდა. კათოლიკეები რაბათში ტაძრის აღდგენაზე ნებართვას 5 წლის განამვლობაში ელოდნენ. საერსტავრაციო სამუშაოები ეკლესიის აღსადგენად 2010 წლის აგვისტოში დაიწო და ორ წელიწადს გაგრძელდა.

ტაძრის რესტავრაციის პარალელურად ეკლესიის გვერდით მონასტრის მშენებლობაც მიმდინარეობდა. ჩაკეტილი კათოლიკური მონასტერი, რომელმაც ფუნქციონირება ტაძართან ერთად დაიწყო, საქართველოში ერთადერთია. აქ ოთხმა იტალიელმა მონაზონმა დაიდო ბინა და მათ ჩაკეტილი მონასტრული წესებიდან გამომიდანრე გარესამყაროსთან ურთიერთობა ეკრძალებათ. მონასტრის ერთი კარი ტაძარში გადის, მეორე კი იმ მცირე ნაკვეთში, რომელსაც მონაზვნები დაამუშავებენ. ლოცვასთან ერთად აქ დედები ხელსაქმესაც გააკეთებენ. მათთან ერთად ცხოვრობს ქართველი მორჩილიც და მონასტერში იმედოვნებენ, რომ მალე ისიც მონაზვნად აღიკვეცება.

გარდა იტალიელი მონაზვნებისა, ახალციხეში კიდევ სამი კათოლიკე მონაზონია, მათ შოროს სამი ფრანგია, ერთი კი კონგოდანაა.

რაც შეეხება კათოლიკე მღვდლებს. სულ საქართველოში ოთხი ქართველი კათოლიკე მღვდელია, აქედან სამი მესხეთში წირავს, ერთი - თბილისშია. ტაძრის წინამძღვარის, მესხეთის დეკანოზისა და ღვთისმეტყველების დოქტორის ზურაბ კაკაჩიშვილის თქმით, ეს იმიტომ, რომ მესხეთი კათოლიკეთა ცენტრია.

ახლადგახსნილ ტაძარში 40-მდე სკამი დგას და როგორც კაკაჩიშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღეა რაც ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო, თითქმის სულ სავსეა.

მისივე თქმით, ტაძარი მრევლის შემოწირულობით აღდგა და ამ საქმეში განსაკუთრებული დახმარება გერმანიიდან ორმა ეპერქიამ გაუწიათ.

ტაძარი საზეიმო ვითარებაში 6 ოქტომბერს გაიხსნა და ის ამიეკავკასიის ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნებიდან ასობით მოწვეული საერო თუ სასულიერო პირი ესწრებოდა. სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურის სამინსიტროს წარმომადგენლებიც.

ახალციხეში კათოლიკური წირვა-ლოცვა ახლადგახსნილ ტაძართან ერთად ორბელიანის ქუჩაზეც ჩვეულებრივ გაგრძელდება. ეს მათთვის, ვისაც ტაძრამდე მისვლა გაუჭირდება.



[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
სამცხე-ჯავახეთში კათოლიკური შობა იზეიმეს
რაბათში კათოლიკური ეკლესიის დღესასწაული აღინიშნა [ფოტო]
კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]
რაბათში სავარდის სახელობის ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [Photo]
ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ვალეში [Photo]
კათოლიკე სამყარო ღვთისმშობლობას აღნიშავს