FM97.5 / LIVE

რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.10.2019
ახალციხეში, რაბათის უბანში მდებარე სავარდის სხელობის კათოლიკურ ტაძარში დღესასწაული აღნიშნეს. სასულიერო პირებმა საზეიმო წირვა აღავლინეს და „სავარდის“, როგორც კათოლიკეებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოცვის შესახებ ისაუბრეს.

რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

კათოლიკურ ეკლესიაში „სავარდი“ კრიალოსნის მეორე სახელი და ასევე ის ლოცვაა, რომელსაც მორწმუნეები ამავე კრიალოსანით ღვთისმშობლის მიმართ ლოცულობენ.

სავარდის სახელობის ტაძარი საქართველოში მხოლოდ რაბათში მდებარეობს. მას ეს სახელი 2012 წლის შვიდ ოქტომბერს, რეაბილიტაციის შემდეგ დაერქვა. ამიტომ კათოლიკე ქრისტიანები ყოველ წელს ტაძრის დღესასწაულს ამავე რიცხვში აღნიშნავენ.

სავარდის სახელობის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგია ტრადიციისამებრ, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. წირვას მრევლი სახვადასხვა სამრევლოებიდან დაესწრო.

კათოლიკე ეკლესიაში ოქტომბერი ღვთისმშობლის თვედ არის მიჩნეული. ამიტომ მორწმუნეები მთელი თვის განმავლობაში სავარდზე, იგივე კრიალოსანზე წმ. მარიამის მიმართ ლოცულობენ.

ისტორიულად, სავარდის დღესასწაულის დაწესება ეპანტოს ბრძოლას უკავშირდება, რომელიც 1571 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო უკანასკნელი დიდი ბრძოლა საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის. იმისათვის, რომ მცირერიცხოვან საღვთო ლიგას გამარჯვება მოეპოვებინა, მაშინდელმა პაპმა პიუს V-მ ქრისტიანებს სავარდზე ლოცვისაკენ მოუწოდა. ბრძოლაში ოსმალეთი დამარცხდა, 7 ოქტომბერი კი იმავე პაპმა სავარდის ღვთისმშობლის დღესასწაულად გამოაცხადა.

რაბათის კათოლიკური ტაძარი მეცამეტე საუკუნეშია აშენებული. აქ ადგილობრივი კათოლიკე მოძღვარი ივანე გვარამაძე სწირავდა. იმ პერიოდში ეკლესია წმიდა ჯვრის სახელობის იყო.

ტაძრის აღდგენითი სამუშაოები 2010 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ დასრულდა. ახლა მის გვერდით ბენედიქტელ დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. ტაძარში ყოველდღიურ წირვებს კი კაპუცინელთა ორდენის მღვდლები აღავლენენ, რომლებიც ასევე ახალციხეში ცხოვრობენ.

რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაბათში კათოლიკური ეკლესიის დღესასწაული აღინიშნა [ფოტო]
რაბათში სავარდის სახელობის ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [Photo]
კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]
აღდგომა ახალციხის კათოლიკე ეკლესიაში [Photo]

განახლებული კათოლიკური ტაძარი ახალციხეში
კათოლიკე და სომეხთა სამოციქულო ეკლესიები  აღდგომას აღნიშნავენ
ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ვალეში [Photo]