FM97.5 / LIVE

კათოლიკე სამყარო ღვთისმშობლობას აღნიშავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.09.2019
დღეს, 8 სექტემბერს კათოლიკე ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. საქართველოში მცხოვრებმა კათოლიკეებმა, ეს დღე განსაკუთრებულად ვალეში, ამავე დღესასწაულის სახელობის ეკლესიაში იზეიმეს.

კათოლიკე სამყარო ღვთისმშობლობას აღნიშავს

ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში წმიდა წირვა ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. მასთან ერთად, ლიტურგიაზე ვატიკანის ელჩი, ჟოზე აველინო ბეტენკური და საქართველოში მოღვაწე სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.

სადღესასწაულო წირვისთვის კათოლიკე მრევლი ვალეში ქვეყნის სხვადასხვა სამრევლოებიდან ჩამოვიდა.

ლიტურგიის დასასრულს, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის 25 წლიანი ისტორიის შესახებ ფოტო–გამოფენა გაიმართა.

სტუმრებისთვის კი სტუდია „ფერადი ნოტების“ აღსაზრდელებმა იმღერეს.

კათოლიკე სამყარო ღვთისმშობლობას აღნიშავს

ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, ანა - პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.

ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.

კათოლიკე სამყარო ღვთისმშობლობას აღნიშავს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ვალეში [Photo]
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს
21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნება
21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნება
მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს [Photo]
მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს