FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობის დატოვებას აპირებდა [Video]

მთავარიპოლიტიკა 28.04.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე თანამდებობის დატოვებას აპირებდა, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა და მუშაობას ქალაქის საკრებულოში აგრძელებს.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობის დატოვებას აპირებდა [Video]

ამის შესახებ ბერიძემ დღეს, 28 აპრილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეექვსე საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

„მართლაც ვფიქრობდი გადადგომას, თბილისის ერთ–ერთი კლინიკის მენეჯერად გადასვლას მთავაზობდნენ. მაგრამ ახლა იმ საქმის მიტოვება, რასაც ვაკეთებ, ვფიქრობ, რომ ღალატის ტოლფასი იქნება. ასე რომ, ვფანტავ გავრცელებულ ჭორებს და ვამბობ, არ მივდივარ“, – განაცხადა კახა ბერიძემ საკრებულოს სხდომაზე.



ბერიძის თანამდებობაზე დარჩენას უმცირესობაც მიესალმება და უმრავლესობაც.

„ჯერ ახლა მივიღეთ დებულებები, ეგრე სადაა, შენ წახვიდე და პასუხისმგებლობა ჩვენ აგვკიდო“, – უთხრა ბერიძეს „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“ საკრებულოში მალხაზ გიქოშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარეს შეთავაზება თბილისში, ერთ–ერთი ონკოლოგიური კლინიკიდან ჰქონდა.

„ცდუნება დიდი იყო, ერთი თვე მოვანდომე ამაზე ფიქრს. ერთი თვე შვებულებაში ყოფნისას კლინიკაში ჩემ მეგობრებს მოვეხმარე პირველი ნაბიჯების გადადგმაში და აქედან გაჟონა ინფორმაციამ, რომ კახა მიდის“, – აცხადებს ბერიძე.

[თამუნა უჩიძე, ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ვინ იქნება ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი
როდის აირჩევენ ახალციხის  საკრებულოს თავმჯდომარეს
ახალციხის საკრებულო თავმჯდომარეს ირჩევს
კახა ბერიძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა
კვირის აქცენტი: რატომ გადადგა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე? [Video]
ახალციხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია