FM97.5 / LIVE

ჩამანიანების სარდაფში წყლის ჟონვა შეწყდება

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 24.07.2015
ოთხი თვის შემდეგ, წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული ტექნიკური სამსახური ანთიმოზ ივერიელის შვიდ ნომერში პრობლემის მოგვარებას შეუდგა.

ჩამანიანების სარდაფში წყლის ჟონვა შეწყდება
ახალციხეში, ანთიმოზ ივერიელის შვიდ ნომერში უკვე ოთხი თვეა წყლის მილია დაზიანებული, რის გამოც სახლის სარდაფი და გარე ქუჩა იტბორება. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ სტატია 22 ივლისს მოამზადა.

23 ივლისს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის წარმომადგენლები ანთიმოზ ივერიელის 7 ნომერს, სპეციალური მოწყობილობებით ესტუმრნენ და პრობლემის კვლევა დაიწყეს. ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილზე მათ ფოლადის დაზიანებული მილი აღმოაჩინეს. ასევე, სპეციალური მოწყობილობით დაადგინეს, რომ მილიდან ნამდვილად გამოდის წყალი, თუმცა ძლიერი ჟონვა არაა: „ასფალტის ამოჭრაა საჭირო იმის ზუსტად დასადგენად, ჩამანიანების სარდაფში გარე გზიდან შედის წყალი, თუ - არა“ - ამბობს, დიაგნოსტიკურ–ანალიტიკური სამმართველოს სპეციალისტი თემურ ინასარიძე.

ჩამანიანების სარდაფში წყლის ჟონვა შეწყდება
როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის რეგიონული ტექნიკური სამსახურის უფროსმა გურამ შეშაბერიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბრისას თქვა, ასფალტის ამოსათხრელად საჭიროა მერიის ნებართვა, ხოლო გზის გადასაკეტად - პოლიციის, ამიტომ ეს პრობლემა შემდეგ კვირას მოგვარდება.

ანთიმოზ ივერიელის 7 ნომერში მცხოვრებ მარინა ჩამანიანს იმედი აქვს, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

[ელისაბედ მოდებაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოგვარებული პრობლემა ახლოდან მოუგვარებელი აღმოჩნდა
რუსთაველის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
ფეკალური მასა 23-ე კორპუსის სარდაფში
მეოთხე დღეა ორბელიანის ქუჩა იტბორება
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მეორე დღეა წყლის მილია დაზიანებული
ახალციხის ქუჩებში საავარიო სიტუაციაა