FM97.5 / LIVE

მეოთხე დღეა ორბელიანის ქუჩა იტბორება

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.12.2019
ახალციხეში, ორბელიანის ქუჩაზე სამანქანო გზაზე წყალი ამოდის. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ მილი წყლის წნევის გაზრდის გამო დაზიანდა.

მეოთხე დღეა ორბელიანის ქუჩა იტბორება

ადგილობრივები შიშობენ რომ მოყინული გზა ავტოავარიებს გამოიწვევს: „გუშინ მაღაზიას როცა ვკეტავდი, დაღმართზე მომავალი მანქანა მოსრიალდა, კიდევ კარგი შემხვედრი არ მოდიოდა, ძლივს გააჩერდა. ვინმე რამეს მოიწევს დროულად თუ არ მოგვარდა ეს პრობლემა“.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ მილს უახლოეს მომავალში შეაკეთებენ.

„ახალი სისტემის გაყვანამ წყლის წნევა გაზარდა, შესაბამისად ბევრ ადგილზე მოხდა მსგავსი რამ. ვმუშაობთ რაც შეიძლება მოკლე დროში მოვაგვაროთ ეს პრობლემა“, - ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი ბესო ფილაური.

ახალციხეში, 29 ქუჩა სასმელი წყლით ახალად აშენებული რეზერვუარებიდან მიმდინარე წლის ცხრა დეკემბრიდან მარაგდება.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში კანალიზაციიდან ამოსულმა წყალმა ცენტრალური ქუჩა დატბორა [ფოტო/ვიდეო]
მეორე დღეა დიდიმამიშვილის ქუჩა იტბორება [ფოტო]
გადათხრილი ქუჩები და დატბორილი გზები – რატომ ზიანდება ხშირად ახალციხეში წყლის სისტემა
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ შეაკეთებენ
თამარაშვილის ქუჩა იტბორება [ფოტო]
ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე წყლის მილი მერვედ დაზიანდა
რუსთაველის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება